უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი გაათავისუფლეს

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, სევეროდონეცკის ნახევარს უკრაინული  ძალები აკონტროლებენ.

,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაასუფთავეს ქალაქის ნახევარი. ქალაქის ნახევარს ნამდვილად ჩვენი დამცველები აკონტროლებენ”, – აცხადებს გაიდაი.

გასულ კვირას გაიდაიმ განაცხადა, რომ ქალაქის 80%-ს რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ, თუმცა ქუჩის დაპირისპირებების შედეგად მათ უკან დაიხიეს.

მსგავსი თემები