“რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკა, ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული” – მამუკა მდინარაძე

აგრესიული რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის რუსეთის და მათი წარმომადგენლების მხრიდან, ბუნებრივია ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული, ეს მათი ინტერესია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ინტერესი საერთოა როგორც ქვეყნის გარე მტრიდან, ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოსათვის, ასევე შიდა მტრებისთვისაც საერთო ხდება – ჩვენდა სამწუხაროდ. იქ ვიღაცა ოპოზიციაშია, რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს – ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ოპოზიცია იქნება თუ მისი რაღაც ნაწილი იქნება ქართული ინტერესების სადარაჯოზე და ყველა კარგად უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკა რომლის თანმდევი შედეგები ადრე ძალიან ხშირად გვინახავს ჩვენ, არ ჯდება ქართული სახელმწიფოს ინტერესებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები