„ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგი გვაქვს, თავის ტკივილი არ გვექნება“- მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგი გვაქვს, თავის ტკივილი არ გვექნება, 2 თვის შემდეგ კვლავ შეივსება აღნიშნული მარაგი,“- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგის შევსების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით, რაიმე სახის გართულება არ არის მოსალოდნელი.

,,2 თვიანი მარაგი არის ქვეყანაში, პურთან დაკავშირებით არ გვექნება თავის ტკივილი. 2 თვის შემდეგ კვლავ შეივსება აღნიშნული მარაგი. არსებობს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში ორი თვის მარაგი ყოველთვის იყოს და ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოში ხორბლის მოსავალმა 30 პროცენტით მოიმატა წინა წელთან შედარებით. გარდა ამისა, მოწოდება არ წყდება, ფქვილით დატვირთული უამრავი ტრაილერი შემოდის საქართველოში. მარაგი შეივსება საქართველოს მიერ წარმოებული ხორბლით და ასევე ფქვილით, რომელიც შემოდის რუსეთიდან”,- აღნიშნა „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.

“ქვეყანას ფქვილის 2 თვის მარაგი აქვს” – მალხაზ დოლიძე “მედაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები