რუსული მხარე უკრაინაში საომრად 18 წლის სამხედროებს გზავნის

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად 18 წლის ბიჭებს აგზავნის.  2004 წელს დაბადებული მამაკაცის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლველად  გამოცდილი სამხედროების გარდა,  მის მსგავსად ბევრი ბავშვია წასული.

დეტალებზე ახალგაზრდამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.

,,2004 წელს ვარ დაბადებული. უკრაინაში გამომგზავნეს საომრად. 7-ში მივიღე დაზიანება, ხელზე მაქვს ჭრილობა. 2 დღე ტყეში ვიყავი, შემდეგ უკრაინელ სამხედროებს ჩავბარდი რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარებას აღმომიჩინეს და მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მინდა, რუსულ მედიას მივმართო, რომ აეხილოთ თვალი და გაიგონ, რომ აქ ოფიცრების და გამოცდილი სამხედროების გარდა, ჩემსავით ბავშვებიც იბრძვიან”, – აღნიშნავს სამხედრო.

მსგავსი თემები