,,ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი”- ,,აზოვის” პოლკის მებრძოლი

,,აზოვის” პოლკის მებრძოლი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო ,,აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ  ვითარებაზე საუბრობს. ჯარისკაცის განცხადებით, თავშესაფარში მყოფ სამხედროებს შორის ბევრი დაჭრილი და დაღუპულია.

,,გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას. არავინ ელოდა, რომ ამდენხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს. გვაქვს უკიდურესად შეზღუდული რესურსები და ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს,” – აღნიშნავს სამოილენკო.

 

მსგავსი თემები