,,ექსპერტთა ჯგუფმა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა შემოგვთავაზა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა მზად არის და მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

,,დღეს, საერთაშორისო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა მაიკლ მაკფოლისა და ანდრეი ერმაკის თავმჯდომარეობით, შემოგვთავაზა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა. ეს დეტალური დოკუმენტია, რომელიც აღწერს, რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთს ომის დაფინანსება გაუჭირდეს ისე, რომ გლობალურმა ეკონომიკამ რუსეთის ენერგორესურსების შეზღუდვის გამო არ იზარალოს. ეს რაციონალურად შედგენილი დოკუმენტია და მის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია,”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები