,,ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურებიან, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ,,ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს.

,,კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას – ასე გამოიყურება ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები, ჩაანაცვლონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სიმბოლური ფორმატებით. ათიათასობით უკრაინელმა თავისი სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა  და არა  სათითეებით თამაშის მორიგი სერიისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,” – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები