„მადლიერი ვარ, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი მივიღე”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილის   მიერ, ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხების გადაცემას ეხმაურება.

მისი განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა.

„მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.  ​

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მსგავსი თემები