იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა და გაყინა 130-ზე მეტი პირის აქტივები. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი.

ახალი სანქციები ეხება რუსეთის 8 მოქალაქეს და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები.

იაპონიამ ასევე სანქციები დააწესა რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის მწარმოებლებსა და კვლევით ინსტიტუტებზე.

მსგავსი თემები