,,პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება”- აშშ-ს ელჩი გაეროში

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით ვლადიმერ პუტინმა მარცხი აღიარა. ელჩმა აღნიშნა რომ,  რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე,  უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება არ გასცა, რაც ომის გაგრძელებაზე მიუთითებს.

,,უკრაინაში პუტინის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. მან ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება. კონფლიქტი არ დასრულებულა, რა თქმა უნდა, მან არ გამოაცხადა ჯარების გაყვანა. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი კონფლიქტი,”- განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მსგავსი თემები