კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 987 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 949, აჭარაში – 651, იმერეთში – 896.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში – 385, აჭარაში – 137, იმერეთში – 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი,  მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 55, იმერეთში – 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 658 – აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

მსგავსი თემები