ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა – 1 352, იმერეთი – 857, ქვემო ქართლი – 282, შიდა ქართლი – 266, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი – 98, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

მსგავსი თემები