კლუბების მუშაობა სავარაუდოდ 4-5 მარტს აღდგება

საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ღამის კლუბებმა ფუნქციონირება შესაძლოა, 4-5 მარტისთის განაახლონ. უმთავრესად ისინი ვირუსის პიკის დაღმასვლას ელიან.

“გვსურს უსაფრთხო სივრცის იდეის შენარჩუნება, ვფიქრობთ, Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენით ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გვაძლევდა საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. ამიტომ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, დროებით კვლავ დაგვეხურა სივრცეები და გაგვეგრძელებინა დაკვირვება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“-მ, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა, ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები