“ის ძლიერი სულის მქონე ადამიანი იყო. ზურაბმა ეს ჩვენ გამო გააკეთა”, – ზურაბ ქირიას მეუღლე

გარდაცვლილი ზურაბ ქირიას მეუღლემ, ნანა ახალაიამ იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ზურაბმა თავი მოიკლა, უსამართლობა იყო.

ნანა ახალაიას თქმით, მათ პრობლემებს ხელისუფლება არც განიხილავდა და ბინის მიმღებთა სიაშიც კი არ ჰყავდა შეყვანილი. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და სხვა დევნილებთან ერთად ბინის პრობლემის მოგვარება სურს.

“ის ძლიერი სულის მქონე ადამიანი იყო, ამ ნაბიჯს არანაირი ფსიქიკური აშლილობის გამო არ იზამდა. მან გააკეთა ჩვენი ოჯახის, ჩემი შვილის გამო და არა მარტო, ყველასთვის. ის ყველასთვის გაწირავდა თავს და მართლაც გაწირა თავი. მე მინდა რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ასე. ჩემმა მეუღლემ განისვენოს მისი სული იქ, სადაც არის. დაგვეხმაროს მთავრობამ, აქ მართლა შეუძლებელია ცხოვრება,” – ამბობს ნანა ახალაია.

მსგავსი თემები