ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები ერას მოედანზე იკრიბებიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის სოლიდარობის აქცია უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა დღეს არის იმ მდგომარეობაში, რაშიც იყო საქართველო 2008 წლის ზაფხულში. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს სრული სოლიდარობა. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ”, –  განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მსგავსი თემები