„ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისთვის და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკოს თითოეულ თანამშრომელს.

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ მოსახლეობასთან მხოლოდ საქმეზე გვექნება საუბარი. მე პირადად ვაპირებ, რომ ყველა ის პროექტი და ინიციატივა, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა საუბარი, პირადად გავაკონტროლო მისი შესრულების ხარისხი და ტემპი და იგივეს მოგიწოდებთ მინისტრებს, რომ პროაქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ რეგიონებში, ხალხთან, მეტი საქმე ვაკეთოთ, მეტი პროგრესი და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები