რუსეთი რომ არა, ნატო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა – რას აცხადებენ ალიანსში

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე პეტრ პაველი, ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის მოტივატორი რუსეთის აგრესიული ქმედებები გახდა.

„რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი ფეხქვეშ არ გაეთელა, ნატო აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა“, – ასეთია ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე  პეტრ პაველის განაცხადა.

მან აღნიშნული შეფასება პრაღაში, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთისთვის ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი მიუღებელია და მისი სურვილია, არსებული მოდელი მის ეროვნულ მოდელს შეესაბამებოდეს.

„რუსეთი კლასიკურ სამხედრო აგრესიას არ ახორციელებს. ის საკუთარი მიზნებისთვის ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ, მედიაში და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას იყენებს“, – აღნიშნა პაველმა.

 

მსგავსი თემები