„იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად უნდა სრულდებოდეს. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა ძირგამომთხრელია.

“პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას როგორც მართლმსაჯულების სისტემისადმი, ასევე მართლაც კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი იმედია, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კავშირებისა“ – განაცხადა ელჩმა.

მისივე შეფასებით, იმედი აქვს, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად.

„ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლეა, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ  აღსრულებას უჭერს მხარს. და ეს ადამიანები მართლმასჯულების სისტემის ის წევრებია, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამოვნებით უჭერს მხარს თავიანთ ძალისხმევაში გაძლიერდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის საერთო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კიდევ ერთხელ,  იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად და თანაბრად ყველა ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა” – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები