სალომე ზურაბიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ერთსულოვნებას ყოველთვის მიესალმებიან.  

„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები