ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის წაიქცა.
„მოსხლეტით წაიქცა. ჩამოიტანეს საკაცე , თვალები ჰქონდა.. გადააწვინეს საკაცეზე, ძალიან მძიმედ იყო მიშა. თვალები ხელით გავუხსენით. უგონოდ იყო… წაიქცააა, წაიქცაააა“ – განაცხადა ციხიდან გამოსულმა ბექა ბასილაიამ.
ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ამ წუთებში სამართალდამცველების რამდენიმე დამატებითი მანქანა შევიდა.