თეთრ სახლში ბაიდენისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერისთვის. „ბატონო პრეზიდენტო, ერთმანეთს 40 წელია, ვიცნობთ და თქვენ იცნობთ ყველა პრემიერ-მინისტრს, ვინც 50 წლის განმავლობაში ყოფილა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 50-წლიანი საჯარო სამსახურისთვის და ისრაელის სახელმწიფოს 50-წლიანი მხარდაჭერისთვის“, – მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ჯო ბაიდენთან მუშობის გაგრძელებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ლიდერებს სასაუბრო ბევრი აქვთ. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება, ხოლო 26 ივლისს ნეთანიაჰუ მოლაპარაკებებს…

მეტი...

Fitch-მა უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა. შესაბამისი რეიტინგი სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი “C”-დან “CC”-მდე დააქვეითა. Fitch-ი აღნიშნავს, რომ კრედიტორებთან შეთანხმება ითვალისწინებს ვადების არსებითად შემცირებას, მათ შორის ძირითადი თანხისა და პროცენტების შემცირებას, ასევე დაფარვის ვადების გახანგრძლივებას. სააგენტო ელის, რომ უკრაინა არ მოემსახურება თავის საგარეო კომერციულ ვალს, მათ შორის 2026 წლის ევროობლიგაციების კუპონს, რომლის გადახდაც 1-ელ აგვისტოს უწევს, სანამ ობლიგაციების მფლობელებთან რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება საბოლოოდ არ იქნება დასრულებული.  

მეტი...

ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, „როიტერი“ წერს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხუთივე მძევალი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ერთ-ერთი 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ის კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს. დანარჩენი ოთხი კი ჯარისკაცი იყო. ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა გაავრცელა განცხადება, სადაც მადლობას უხდის ისრაელის ჯარისკაცებს, რომლებმაც გუშინ ღაზაში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს და სოლიდარობას უცხადებს მათ ოჯახებს. „ჩვენი მოვალეობაა, სახლში მივიყვანოთ ყველა,  ისინი, ვინც ცოცხლები არიან და ისინიც, ვინც ისრაელში დასაკრძალად უნდა დავაბრუნოთ“, –…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის კურსს” – მდინარაძე

“საქართველო არასდროს შეცვლის კურსს, რადგან ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება. „ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც. თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

მეტი...

„ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა“ – ტრამპი

“კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს, არასოდეს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში”, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატების დამარცხება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა განადგურდება. „ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით,…

მეტი...

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა” – დიმიტრი პესკოვი

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე”, –    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. „რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი. „ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა, ევროკომისრების თანამდებობებზე თავიანთი ქვეყნების კანდიდატურები წარადგინონ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აგვისტოს ბოლომდე აქვთ ვადა, შეარჩიონ პოტენციური ევროკომისრები, რომლებთანაც ინტერვიუებს უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაატარებს. თითოეულ ქვეყანას ერთი კომისარი ჰყავს. გერმანიიდან ეს კანდიდატი არის თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ევროკომისართა ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების შემდეგ ისინი პოსტზე ოფიციალურად ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სადაც კენჭისყრამდე ამ კანდიდატურების მოსმენა გაიმართება.

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს

“აშშ-ის სამხედრო წვრთნები სომხეთში, საფრანგეთისგან შეიარაღების მიღება და ევროკავშირის სამხედრო დახმარება ახალისებს სომხეთს, განახორციელოს პროვოკაციები და მიუთითებს მის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი ომისთვის”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, ქალბაჯარის მიმართულებით მძიმე შეიარაღების გამოყენებით და თოვუზის მიმართულებით კვადკოპტერების გამოყენებით, სომხეთმა პროვოკაციები ჩაიდინა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სომხეთმა და მისმა მხარდამჭერებმა თავი უნდა შეიკავონ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი კონფლიქტის ზონის შექმნისგან. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს პროვოკაციული ქმედებები არ შეჩერდება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიიღებენ აუცილებელ საპასუხო ზომებს თავდაცვის მიზნით მათ ხელთ არსებული…

მეტი...

„რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მინისტრის განცხადებით, რუმინეთმა მომხდარის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა. „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთმა მორიგი საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში. უკრაინის სამხრეთის მიმართულებით რუსეთმა გუშინ „შაჰედის“ დრონებით იერიში განახორციელა, რა დროსაც დაიბომბა მდინარე დუნიაზე მდებარე იზმაილის პორტი. ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის დროს რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გაუშვა. ასევე, სპეციალისტები გაგზავნა უკრაინის საზღვართან მდებარე…

მეტი...

„გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ – იური კიმი

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, იური კიმმა განაცხადა. „რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, – განაცხადა იური კიმმა.

მეტი...

ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა

BBC-ის ინფორმაციით, ტაივანში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. რაც შეეხება ფილიპინებს, ქვეყანაში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა. როგორც Reuters-ი წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.

მეტი...

დანია და ნიდერლანდები უკრაინას ტანკებს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაფხულის ბოლომდე უკრაინაში ლეოპარდ 2A4-ის 14 ტანკს გაგზავნის. ტანკები, რომელიც ნიდერლანდებმა დანიასთან ერთად გასულ წელს შეიძინა, გერმანულმა კონცერნმა, Rheinmetall-მა შეაკეთა.

მეტი...

“არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კულებამ ჩინელ კოლეგასთამ, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კულებას განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეთანხმება, რომ საჭიროა არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. „ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუქმებს მთელ რიგ ინსინუაციებს. ჩემმა ჩინელმა კოლეგამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეთანხმება, რომ ჩვენ გვჭირდება არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ არ უნდა…

მეტი...

“სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი, გარდა თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვისა” -სომხეთის საგარეო უწყება

“საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა”, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, არმიის რეფორმების პროცესში სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება. ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნას აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე…

მეტი...

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა 18 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა

საფრანგეთის პოლიციამ 18 წლის მამაკაცი დააკავა,  რომელიც მათივე ინფორმაციით, თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა. სამართალდამცველების განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ პოტენციური თავდასხმები პარიზის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაც 26 ივლისსაა დაგეგმილი. პოლიციის ცნობით, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტზე იმყოფებოდა ორი დღის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დაკავებულ ახალგაზრდასთან, რომელიც ასევე 18 წლისაა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები რამდენიმე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.

მეტი...

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო…

მეტი...

„რუსეთისა და ჩინეთის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“ -პეტრ პაველი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სააგენტო CTK-სთან ინტერვიუში განაცხადა. პაველის განცხადებით, ის 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას. სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვაზე პასუხად პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, რეალურია თუ არა ეს, თუმცა „აუცილებელი და სასურველია“.  მან  ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება,…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქის სოფლები დაბომბა – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფლები: პოდოლი, კუპიანსკ-უზლოვოი და პრიკოლოტნოიე დაბომბა. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 48 წლის კაცი, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დააზიანა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  

მეტი...

პრეზიდენტი ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნით ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, დღეს გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდეტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ,,პარიზი – 2024″ ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება. ,,პარიზი – 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და…

მეტი...

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს.  გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. „სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში უვიზოდ იმოგზაურებენ

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა.  60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის. უვიზო მიმოსვლა 15 ივნისიდან ამოქმედდა.

მეტი...

“მოწმე ხარ, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა გაამხილო შეთქმულების მუხლი და დამალო ტერორიზმის მუხლი?“- მდინარაძე

„პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე?“– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო და ზუსტად ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, ორი მუხლია შენთვის…

მეტი...

აშშ-მა  ჩინურ ქსელებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჩინეთში დაფუძნებულ ქსელებს, რომელიც შედგება ექვსი ფიზიკური და ხუთი სუბიექტისგან. აშშ მათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების და კოსმოსური პროგრამების მხარდაჭერისთვის. როგორც ჩინეთში განმარტავენ, ჩინეთი კეთილსინდისიერად ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი. „ჩინეთი მზად არის შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკანონო ცალმხრივ სანქციებს. სანქციების დარტყმა ნებაყოფლობით არ სარგებლობს კორეის ნახევარკუნძულის საკითხის მოსაგვარებლად. ჩინეთი კეთილსინდისიერად ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს“ – განმარტა მაო ნინმა.  

მეტი...

“მადლობა ყველა ევროპელს, კრედიტს თუ მაძლევ მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და მამადლი“- მდინარაძე

„მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ, კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და მამადლი“– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს კითხვა დაუსვეს  საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“. საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. „დიდი მადლობა ყველა…

მეტი...

იტალიის პრემიერი ჩინეთში ჩადის, სადაც პრეზიდენტს შეხვდება  

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანგის მიწვევით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ვიზიტი 27-31 ივლისს არის დაგეგმილი. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან. „პრემიერ-მინისტრ მელონის ჩინეთში ვიზიტის დროს, მას პრეზიდენტი სი ძინპინი  შეხვდება. პრემიერ ლი ციანგი და თავმჯდომარე ჟაო ლეჯი მოლაპარაკებებს გამართავენ. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან. ჩინეთი და იტალია ორივე უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებია. ორი ქვეყანა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორია და ინარჩუნებს მჭიდრო მაღალი დონის გაცვლას და ნაყოფიერ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში“ –  განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მაო…

მეტი...

“ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს”- მამუკა მდინარაძე

„არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია, გლობალურ ომის პარტიაში, აშშ-სა და ევროკავშირს არ გულისხმობს. „გამახსენეთ ერთი ტერმინი ან ფრაზა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, რომ ტყუილია ის, რომ…

მეტი...

ჟურნალისტებს მიკროავტობუსებში არსებული ვითარების გაშუქების გამო თავს დაესხნენ

„ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. როგორც მედიასაშუალების წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში წერენ, გადამღებ ჯგუფს თავს გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული მდგომარეობის გაშუქების გამო დაესხნენ. მათივე ცნობით, ოპერატორ დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გაშუქების გამო ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკურად იძალადეს. ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს…

მეტი...

იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ეს ჯორჯია მელონის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში. „როიტერის“  ინფორმაციით,  ვიზიტის მიზანია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. მელონის ვიზიტის პარალელურად, პეკინში გაიმართება იტალია-ჩინეთის ბიზნესფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან იტალიური კომპანიები, როგორებიცაა საბურავების მწარმოებელი Pirelli, ენერგოკომპანია ENI, თავდაცვითი კომპანია Leonardo, ღვინის მწარმოებლები, ასევე რამდენიმე იტალიური მოდის ბრენდი, მათ შორის Dolce & Gabbana. ფორუმის ერთ-ერთი პანელი ავტოწარმოების სექტორს დაეთმობა. როგორც მოსალოდნელია, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს ვაჭრობისა და ინდუსტრიის სფეროში. „როგორც „როიტერი“ წერს, ასევე მოსალოდნელია, რომ მელონი დააყენებს ჩინეთის ჭარბი წარმოებისა და უკრაინაში…

მეტი...

თანასოფლელების მკვლელობაში ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

ახმეტის რაიონში მკვლელობისთვის ძებნილი კაცის სახლს პოლიცია იცავს. სავარაუდოდ სახლში ეჭვმიტანილის დედა იმყოფება.  გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებშიც ძებნის ოპერაცია ლაფანყურის ტყეში და ლოპოტას ხეობაში  მიმდინარეობს. ეძებენ 32  წლის თაზო წიქარაძეს, რომელმაც ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მკვლელობა ლუდსახარშის ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ბავშვობის მეგობრები არიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

მეტი...

„სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩენის“- სეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით,მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. „იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში  – THUNDER BAR Exotic Coconut Flavour  – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour  – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour  – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები. საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის – პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.  შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის…

მეტი...

რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის

კუბის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰავანის პორტში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდები შევლენ. „27-დან 30 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის გემები ჩავლენ ჰავანის პორტში, მათ შორის: სასწავლო გემი „სმოლნი“, საპატრულო ფრეგატი „ნეუსტრაშიმი“ და ტანკერი „ელნია“- აღნიშნულია განცხადებაში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსი მეზღვაურები შეხვდებიან კუბის საზღვაო ძალების ხელმძღვანელს, ჰავანის ხელისუფლებას და ასევე მიიღებენ მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება გემ „სმოლნის“ მონახულება 28 ივლისს და 29 ივლისს.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა “აპარტამენტების კანონი” უკან გაიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა “აპარტამენტების კანონი” უკან გაიწვია. კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა მოითხოვეს. ე.წ. კანონი დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო, რასაც სოხუმში ფართომასშტაბიანი გამოსვლები და დაპირისპირბა მოჰყვა.

მეტი...

“კითხვები იყო ტერორიზმზე”- სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჯღამაიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაიას დაკითხვა დასრულდა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. როგორც ვეტერანი მებრძოლი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, მოსამართლემ კითხვები უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დაუსვა. „არაფერი არ ვიცოდი და რა უნდა მეთქვა. კითხვები იყო ტერორიზმზე, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხები, რადგან საქმეზე არაფერი არ ვიცი. მე უბრალოდ მეომარი ვარ” – ამბობს კონსტანტინე ჯღამაია. რაც შეეხბა კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატს, თორნიკე ჩიქოვანს. ის ამბობს, რომ კითხვები სახელმწიფო გადატრიალების საქმესაც შეეხო.

მეტი...

კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მათ შორის, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებასა და კომისიისთვის წარდგენას, სემეკის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის პროგრამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობებისნებისმიერი დარღვევის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ…

მეტი...

„საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი“- ფოთის საკრებულოს წევრი სუს-ში გამოკითხეს

„ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. კითხვები იყო, ზურაბ ადეიშვილს ვიცნობ თუ არა“ – ამის შესახებ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ განაცხადა. რუხაია ამბობს, რომ  „უაზრო კითხვები“ დაუსვეს. „როგორც ტელეკომპანია „იმედზე” განაცხადეს, თითქოს, ბატონ  ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი. რაღაც უაზრო კითხვები იყო, რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს. გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო –…

მეტი...