“მადლობა ყველა ევროპელს, კრედიტს თუ მაძლევ მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და მამადლი“- მდინარაძე

„მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ, კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და მამადლი“– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს  საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“.

საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია.

„დიდი მადლობა ყველა ევროპელს, თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. საქართველო დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია, თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს. ძალიან კარგია გარედან დახმარება, კარგია ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნის მხრიდან მხარში ამოდგომა, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე – ნუ მამუნათებ და მამადლი. რომელიმე ბანკმა რომ თქვას, დაბალპროცენტიანი კრედიტი მივეცი ჟურნალისტს და ჩემ წინაშე ვალდებულებები აქვსო, ვალდებულება გაქვს ფინანსური, მაგრამ მორალურ ვალდებულებებს ნუ დაამატებს კრედიტის გამცემი“- განაცხადა მდინარეაძემ.

 

 

მსგავსი თემები