ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა. “ეს არის ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში” – აღნიშნავს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გამოქვეყნებულ წერილში. ის ასევე წერს, რომ მოსახლეობას კვირის ბოლოს დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.  

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრების წინ, აეროპორტთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებამდე, დემონსტრანტები ბენ გურიონის აეროპორტთან შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა ნეთანიაჰუს მოუწოდეს, არ გაემგზავროს აშშ-ში, ვიდრე მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმებას არ მიაღწევს. შეგახსენებთ, 23 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ხოლო 24 ივლისს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.

მეტი...

“მკვლელობის მცდელობამდე რაიმე პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია” – ტრამპი

“მკვლელობის მცდელობამდე რაიმე სახის პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია”, – განაცხადა  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად  პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა. „არავის უხსენებია, არავის უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა იყო. მე დაველოდებოდი 15 წუთი. მათ შეეძლოთ ეთქვათ, მოდი, დაველოდოთ 15 წუთი, 20 წუთი, 5 წუთი. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. როგორ ავიდა ვინმე სახურავზე? და რატომ არ შემატყობინეს ეს? ხალხმა დაინახა შეიარაღებული პირი, რომელიც სახურავზე იყო. ვიდრე სცენაზე ავიდოდი, ჩემი მხარდამჭერები ყვიროდნენ, წითლებში ჩაცმული ქალი ყვიროდა, მამაკაცია სახურავზე, რომელსაც იარაღი აქვსო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში…

მეტი...

“პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული” – ზელენსკი

„პუტინს ძალიან უყვარს ძალაუფლება, რაც გასაგებია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ის არც თუ ისე ჭკვიანურად გამოიყურება“ – აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მკვლელებზე ვსაუბრობთ. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. და არიან ძალიან პრაგმატულები. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ანუ ის გასცემს ბრძანებებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, – აცხადებს ზელენსკი. მისივე განცხადებით, უკრაინაში ომის ცხელი ფაზა შესაძლოა მიმდინარე წელს, ოკუპირებული ტერიტორიების „დიპლომატიური გზით“ დაბრუნებით დასრულდეს. როგორც ზელენსკიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ამზადებს შესაბამის გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს. „თუ ჩვენ…

მეტი...

ტერაქტის მცდელობა ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის წინ

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან დაკავშირებული ეჭვმიტანილები გეგმავდნენ ბერლინის ბრაინშაიდპლაცზე, ინგლისის ნაკრების ფანზონაზე შეტევას. იქ ათასობით ინგლისელი იყო შეკრებილი ესპანეთთან ფინალის წინ. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის პოლიციამ მეზობელ პოტსდამში, სამ მისამართზე კოორდინირებული რეიდები მოაწყო. ოპერაციის შედეგად, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სპეციალური დანიშნულების ძალები, დააკავეს სამი ეჭვმიტანილი. მათ ტელეფონებში იპოვნეს მოედნისა და კაიზერ ვილჰელმის მემორიალური ეკლესიის ფოტოები.  

მეტი...

“როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში?” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  თუ ომი გაგრძელდება, ხელისუფლებას მოუწევს ეძებოს ინსტრუმენტები, რათა არჩევნები არსებულ პირობებში ჩაატაროს, თუმცა  როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, ეს ურთულესი იქნება. BBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას კრძალავს და ასეთ ვითარებაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. “დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი არჩევნებს, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.  თუ ომი გაგრძელდება, ამა თუ იმ გამოსავლის მოძებნა იქნება საჭირო. ჯერ არ ვიცი, რომლის. რთულია… როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში? არცერთი დამკვირვებელი არ მოვა სანგრებში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხმას…

მეტი...

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. გარდაცვლილია  შუახნის ქალი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

აქციები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები აპარტამენტების შესახებ  “კანონპროექტს” აპროტესტებენ, რომელსაც  ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.  აქციის მონაწილეები დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საკანონმდებლო ორგანოსთან” დღესაც შეიკრიბებიან. წინა დღეებში კი პროტესტმა ხმაურისა და პოლიციასთან  დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. “კანონის” მოწინააღმდეგეები  ფიქრობენ, რომ აპარტამენტის თაობაზე მომზადებული “საკანონმდებლო ნორმა” არასაცხოვრებელი ფართების შემძენებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც მისცემს, რასაც აფხაზეთის ე.წ.  ხელისუფლება უარყოფს.  კანონპროექტის მიხედვით კი, 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს სანაპირო ზოლში და ბინების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ, შესაბამისად, ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ კრემლის მარიონეტ ასლან ბჟანიას ეს გეგმა გამოუვა,…

მეტი...

“დემოკრატები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი კანდიდატურას მოხსნის”-CNN

დემოკრატები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას მოხსნის.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შიდა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰარისი სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა დემოკრატებში ენთუზიაზმის გასაძლიერებლად და საარჩევნო რბოლისთვის. ამავდროულად, ბაიდენის თანაშემწეები აცხადებს, რომ ის აპირებს კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას, როგორც კი Covid-19-ისგან გამოჯანმრთელდება. ასევე, მედია წერს, რომ 32-მა დემოკრატმა კონგრესმენმა საჯაროდ მოუწოდა ბაიდენს, არ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. მანამდე ამერიკული მედია წერდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვების შედეგების თანახმად, ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“…

მეტი...

სამხედრო ოპერაციებს ღაზაში 64 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას, არაბული მედია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა. ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, დღეს ლიბანიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით

მეტი...

„უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს”- ზელენსკი

„უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე“ – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს. „თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. შეგვიძლია, ვეცადოთ ამის წლის ბოლომდე გაკეთებას. გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება, მაგრამ ის უნდა იყოს გაერთიანებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის…

მეტი...

“გული გაუჩერდა მექსიკაში, რომ გადაყავდათ”- ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ემიგრანტი

სოცილაურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, ის აშშ-ში მექსიკის გავლით მიდიოდა და გზაში ძლიერი სიცხისა და უწყლობის გამო გული გაუჩერდა. „გული გაუჩერდა მექსიკაში, რომ გადაყავდათ ჯგუფთან ერთად, გადამყვანმა 10 კილომეტრის მოშორებით დატოვა და ფეხით მიდიოდნენ. ძალიან ძლიერი სიცხე იყო. სასმელი წყლები, რომლებიც წაიღეს ადუღდა… ვერ გაუძლო იმხელა სიცხეს გზაზე. დავიღალეო, უთხრა ვისთანაც ერთად გადადიოდა, იქ მყოფები ვიდეოს იღებდნენ ახლობლებთან რომ გადაეგზავნათ და ამ დროს ჩანს მობილურით გადაღებულ კადრებში თუ როგორ ხდება ცუდად, ჩამოჯდა და ადგილზევე გარდაიცვალა“- წერს შოთა სიხარულიძე. გარდაცვლილი ემიგრანტი სენაკელი…

მეტი...

„უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები”- ზელენსკი

„უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას, დაუთმოს თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკი ამბობს, რომ აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა, რომელიც შეუნარჩუნებს უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიას, არ არის კარგი გამოსავალი ომიდან. „ჩვენთვის წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?“. როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენი მიწის 30 პროცენტი შეგვიძლია მივცეთ. ვინ გითხრათ, რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? უკვე…

მეტი...

„დაე, ოლიმპიადა იყოს ომებში ზავის გამოცხადების შესაძლებლობა“- რომის პაპი პარიზის ოლიმპიადაზე

რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ პარიზის ოლიმპიადა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ზავის შესაძლებლობას . ამის შესახებ ფრანცისკემ საკვირაო მიმართვისას ისაუბრა. მან სპორტსმენებს მოუწოდა, იყვნენ მშვიდობის მაცნეები და მაგალითი ახალგაზრდებისთვის. „ამ კვირაში ჩვენ ვიხილავთ პარიზში ოლიმპმიური თამაშების დაწყებას, რომელსაც მოჰყვება პარალიმპური თამაშები. სპორტს აქვს დიდი სოციალური ძალა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მშვიდობიანად გაერთიანების უნარი. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება შეძლებს, იყოს ინკლუზიური მსოფლიოს ნიშანი, რომლის აშენებაც ჩვენ გვინდა და რომ სპორტსმენები იქნებიან მშვიდობის მაცნეები და კარგი მაგალითები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ანტიკური ტრადიციის თანახმად, დაე, ოლიმპიადა იყოს ომებში ზავის გამოცხადების შესაძლებლობა, რომელიც აჩვენებს მშვიდობის გულწრფელ სურვილს“ – განაცხადა პაპმა. პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება.

მეტი...

“მწვანე ოდისეა”- წყვილი რომელიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთას ცდილობდა დაღუპული იპოვეს

BBC-ის ცნობით, წყვილი რომელიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთას ცდილობდა, ექვსი კვირის შემდეგ, სამაშველო, გასაბერ ნავზე გარდაცვლილი იპოვეს.  ბრიტანელი ქალი სარა პაკვუდი და მისი კანადელი ქმარი ბრეტ კლიბერი 18 ივნისს დაიკარგნენ. ისინი  აზორის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ. როგორც ირკვევა, წყვილს 21-დღიანი მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი. ამ ეტაპისთვის, გაურკვეველია, რა ვითარებაში დაიღუპა ცოლ-ქმარი. როგორც საგამოძიებო უწყებები აცხადებენ, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიით, რომელზეც კანადური მედია წერს, არის ის, რომ იახტას შესაძლოა დაეჯახა გამვლელი სატვირთო გემი. მათივე ცნობით, კანადის სანაპირო დაცვას და სამხედრო თვითმფრინავებს  ნამსხვრევები ან ნავის რაიმე ნიშანი არ დაუფიქსირებიათ. YouTube არხ Theros Adventures-ზე ვრცელდება…

მეტი...

ირანი პორტ “ჰოდეიდაზე” ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის.პორტ “ჰოდეიდაზე” ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს უწყების პრესსპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულებისა და იემენზე თავდასხმების სახიფათო და არაპროგნოზირებად შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და მის მხარდამჭერ შეერთებულ შტატებს ეკისრებათ. ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია.

მეტი...

„აქ ჩემი ისტორიის დაწერა ჯერ არ დამისრულებია“- რას ამბობს მიქაუტაძე ევრო 2024-ის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი. თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ დამტოვეს, მაგრამ არ დავნებდი, შრომა გავაგრძელე – ბავშვი წავედი და კაცად დავბრუნდი. როდესაც გუნდიდან დამიკავშირდნენ, ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ „ლიონში“ გადასვლა მინდოდა, რადგან აქ ჩემი…

მეტი...

საქართველო ისევ ევროპაზე-ქალთა საფეხბურთო ნაკრები და მორაგბე ქალების წარმატება

საქართველოს ეროვნულ ნაკრების პარალელურად ისტორია ამ კვირაში საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებმაც დაწერა. 16 ივლისს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში გავიდა. მსგავსი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალების შესრულებით ჯერ არ მომხდარა. გასულ კვირას ისტორიული წარმატება მოიპოვეს მორაგბე ქალებმაც – საქართველოს 7-ქალა ნაკრები ელიტაში ითამაშებს.    

მეტი...

„ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა“- კლიჩკო

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა“ – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კლიჩკო ამბობს, მომავალი თვეები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. „გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება აშშ-იდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? ან როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ…

მეტი...

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრებს ებრძვიან

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრები მძვინვარებს. სტიქიის ზონაში გაცემულია ევაკუაციის განკარგულება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ავრცელებს. ნავთობით მდიდარ ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძრებს ხუთ სხვადასხვა რაიონში ებრძვიან. ევაკუაციის განკარგულება ხუთი ათასმა მცხოვრებმა მიიღო. სულ პროვინციაში ხანძრის 158 კერაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება. რაც შეეხება მეზობელ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციას, ამჟამად ფიქსირდება ხანძრის 319 აქტიური კერა. მხოლოდ ბოლო 24 საათში ცეცხლის 24 კერა გაჩნდა.  

მეტი...

19 წლის ბაიკერის დაღუპვის ფაქტზე დაკავებული პატრულის თანამშრომელი პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.  

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისს, 22:10 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მსხვილი კალიბრის იარაღიდან ქალბაჯარის რაიონში, ისტისუს დასახლების მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. „ჩვენმა ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბაქოს ბრალდებებს ერევანი უარყოფს.  

მეტი...

ნინო წილოსანი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც წილისანი ამბობს, კანონპროექტში მუხლები იმგვარად არის შერჩეული, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს საფრთხე არ დაემუქროს. “საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა – “გირჩმა” და “ევროპელმა სოციალისტებმაც” დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა. თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი,” – განაცხადა ნინო წილოსანმა. პარლამენტმა “მნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე…

მეტი...

„ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია“- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამ პოსტზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის განმარტებით, ის ტრამპტთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა მოიტანოს მშვიდობა. “ამ კვირაში დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა მედიასთან.  

მეტი...

ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. მათი განცხდებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი ეილათი იყო. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა.  

მეტი...

აზერბაიჯანი საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში დაეხმარება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 20 ივლისს პირობა დადო, რომ დაეხმარება საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. ეს ბაქოს პარიზის წინააღმდეგ მიმართული ბოლო ნაბიჯი იყო, რაც უკავშირდება კავკასიაში ხანგრძლივი კონფლიქტს და მასში საფრანგეთის პოზიციას. ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთის სამხრეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიის, ახალ კალედონიის მიმართ, სადაც მღელვარება არ ცხრება სადავო საარჩევნო რეფორმით მკვიდრი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო. „ჩვენ დაგიჭერთ მხარს, სანამ არ გათავისუფლდებით“, – განუცხადა ალიევმა ფორუმს და თქვა, რომ საფრანგეთის ზოგიერთი ტერიტორია კვლავ კოლონიალიზმის სუბიექტია.  

მეტი...

მაკედონიაში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო ევროკავშირმა დახმარების საგანგებო პროტოკოლი აამოქმედა

ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან ჩრდილოეთ მაკედონიაში. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებში ცეცხლის 20 კერა გაჩნდა. ყველაზე მასშტაბური კერა კი ნიგოტინოს რაიონში დაფიქსირდა, სადაც 800 ჰექტარი ფიჭვნარის უნიკალური ტყე იწვის. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ევროკავშირმა, სტიქიური უბედურების გამო, დახმარების საგანგებო პროტოკოლი აამოქმედა.  

მეტი...

“ცდილობენ, რომ შექმნან ახალი საფრთხობელა ჩვენი სახით“- უკრაინაში მებრძოლი ქართველები

ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე  უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი დაიბარა. გამოკითხვაზეა დაბარებული ნადიმ ხმალაძეც. ხმალაძემ სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ქართველი მებრძოლი წერს, რომ მას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ. “ცდილობენ, რომ შექმნან ახალი საფრთხობელა ჩვენი სახით, იმ მებრძოლების სახით, რომლებიც საქართველოში არიან. როგორც მე ვიცი, იბარებენ დაკითხვაზე, მაგრამ მოსახლეობაში უკვე როცა ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლებს იბარებენ დაკითხვებზე, უკვე სხვანაირად ჟღერს. თან თქვენც მოგეხსენებათ, როგორია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. უბრალოდ, შიშის ფაქტორის დათესვაა მოსახლეობაში, რომ აი, ესენი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მეტი არაფერი. არ გამოვრიცხავ,…

მეტი...

აშშ-ში ბუს თითქმის ნახევარი მილიონი ერთეულის განადგურებას გეგმავენ

აშშ-ში გეგმავენ ბუს ინვაზიური სახეობის – „ჭრელი ბუს“, თითქმის ნახევარი მილიონი ერთეულის განადგურებას. ფრინველის ეს სახეობა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონებში ადამიანის ჩარევის გამო გავრცელდა. თევზის რესურსების და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად, 450 ათასი ერთეული უნდა განადგურდეს. გადაწყვეტილება ბუს ამ სახეობის დახოცვის თაობაზე ეფუძნება სხვა ორი სახეობის, ჩრდილოეთის ლაქებიანი და კალიფორნიული ლაქებიანი ბუების დაცვის საჭიროებას. დოკუმენტის პროექტით, ბუების დახოცვას შეეძლებათ ლიცენზიის მქონე მონადირეებს 30 წლის განმავალობაში. ბუნების დამცველმა 75-ზე მეტმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა და წინააღმდეგი არიან ჭრელი ბუების დახოცვისა. ისინი ფიქრობენ, რომ მონადირეებმა შეცდომით შეიძლება დახოცონ ბუების სხვა სახეობები და…

მეტი...

აფხაზეთში სტუდენტი ლგბტქ სიმბოლოს გამო დააკავეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის მკვიდრი, დიანა კვეკვესკირი სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში. კონკრეტულად მას სოციალურ ქსელში ლგბტქ+ დროშიანი პოსტის გამოაქვეყნებას ედავებიან. სტუდენტ ქალს ათ დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ოქმში მითითებულია, რომ დიანა კვეკვესკირმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების სიმბოლოები“.

მეტი...

„საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის გარეშე“- ლატვიის პრეზიდენტი

„საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა“ – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა. რიკენვიჩსმა უპასუხა კითხვას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მისივე განმარტებით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ…

მეტი...

„ტყვია შუბლში“- პროფესორი აცხადებს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე, ამტკიცებს რომ მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ამასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში წერს და შს სამინისტროს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. პროფესორი ამბობს, რომ პირად შეტყობინებაში სხვა მამაკაცი ტყვიის დახლით ემუქრებოდა. ქუთათელაძემ გააზიარა სკრინი, რომელშიც „ფეისბუკის“ მომხმარებელი კახა ირემაძე იარაღის ფოტოს აქვეყნებს და პროფესორის მისამართით წერს: „ტყვია შუბლში“. „გთხოვთ, დაუყონებლივ გამოიძიოთ ეს მუქარა და დაიბაროთ Kaxa Iremadze გამოკითხვაზე. ეს არის სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარა და სიძულვილით ჩადენილი დანშაულის ნიშნები“ – წერს ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკას ეძებენ. ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა, ოჯახი კი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.  მისი ავტომობილი პოლიციამ “სარაჯიშვილის მეტროს” მიმდებარედ იპოვა, ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.  

მეტი...

„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის“- ტრამპი

თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა. დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წინაშე ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას. „მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა იქნებოდა, მაგრამ მე – არა, თუმცა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა გასულ შაბათს“-  განაცხადა ტრამპმა და გამოჯანმრთელება უსურვა თავდასხმის დროს დაჭრილ ორ მოქალაქეს და პატივი მიაგო მოკლულ მეხანძრეს. ყოფილი პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ის საფრთხეა…

მეტი...