„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის“- ტრამპი

თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა. დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წინაშე ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას.

„მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა იქნებოდა, მაგრამ მე – არა, თუმცა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა გასულ შაბათს“-  განაცხადა ტრამპმა და გამოჯანმრთელება უსურვა თავდასხმის დროს დაჭრილ ორ მოქალაქეს და პატივი მიაგო მოკლულ მეხანძრეს.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ის საფრთხეა დემოკრატიისთვის.

„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის“- აღნიშნა ტრამპმა.

 

 

მსგავსი თემები