აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისს, 22:10 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მსხვილი კალიბრის იარაღიდან ქალბაჯარის რაიონში, ისტისუს დასახლების მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

„ჩვენმა ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოს ბრალდებებს ერევანი უარყოფს.

 

მსგავსი თემები