“როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში?” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  თუ ომი გაგრძელდება, ხელისუფლებას მოუწევს ეძებოს ინსტრუმენტები, რათა არჩევნები არსებულ პირობებში ჩაატაროს, თუმცა  როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, ეს ურთულესი იქნება. BBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას კრძალავს და ასეთ ვითარებაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო.

“დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი არჩევნებს, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.  თუ ომი გაგრძელდება, ამა თუ იმ გამოსავლის მოძებნა იქნება საჭირო. ჯერ არ ვიცი, რომლის. რთულია…

როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში? არცერთი დამკვირვებელი არ მოვა სანგრებში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხმას ვერ მისცემენ”- განაცხადა ზელენსკიმ

მსგავსი თემები