ვინ არის 21 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ში ბავშვების მოწამვლის მცდელობაში სდებენ ბრალს

21 წლის ქართველის დაკავებაზე ინფორმაცია, საჯაროდ, ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილმა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეძებდა თანამზრახველსაც, რომელიც, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმით, ბრუკლინის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში შევიდოდა და მოსწავლეებს მოწამლულ ტკბილეულს დაურიგებდა. ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილმა თანამზრახველი იპოვა. მოუყვა გეგმის შესახებ, თუმცა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვერსიით, ე.წ. მოკავშირე გადაცმული ოფიცერი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი სქემაც გაიშიფრა. ამერიკის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ჩხიკვიშვილი ნეონაცისტური დაჯგუფების – “მანიაკთა მკვლელობების” კულტის ლიდერი იყო. ჯგუფის წევრების მიზანი წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი გზებით, საზოგადოებაში ქაოსისა და შიშის დანერგვაა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით,…

მეტი...

დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლა უნდა დატოვოს

AP-NORC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ასოშიეითიდ პრესი“ წერს. საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა დატოვოს საპრეზიდენტო რბოლა და მის პარტიას სხვა კანდიდატის წარდგენის საშუალება მისცეს. კერძოდ, ათი დემოკრატიდან მხოლოდ სამი არის ძალიან დარწმუნებული, რომ ბაიდენს აქვს გონებრივი შესაძლებლობები. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფერადკანიანი „დემოკრატები“ ბაიდენის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან. გამოკითხული ფერადკანიანებიდან ნახევარი ამბობს, რომ ბაიდენი უნდა დარჩეს საპრეზიდენტო რბოლაში.

მეტი...

“საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში”- დარჩიაშვილი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა. „18 ივლისს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა იქნა შექმნილი პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და…

მეტი...

„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ

პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. როგორც სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების პრეზენტაციაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, რისთვისაც საჭიროა ერთობა. „ასეთი ერთობით დავიწყებთ ჩვენს მოღვაწეობას. ყველა ჩვენგანს გვინდა ერთი რამ – ძლიერი საქართველო, ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, გვინდა ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, თავისი მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა. ეს ადგილი არის ევროპა. ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის…

მეტი...

უკრაინაში არსებულ ვითარებას პოლონეთში საფრთხის შემცველად აღიქვამენ

პოლონეთში გამოკითხულთა 70 %-ი უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს. გამოკითხულთა 30%-სთვის კი ეს უმნიშვნელოა. საზოგადოებრივ განწყობებთან დაკავშირებით, კვლევა პოლონეთის გენერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პოლონელების 30,1%-სთვის უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 39,9% მას საშუალო დონის საფრთხედ აღიქვამს. გამოკითხულთა 23,8% აცხადებს, რომ ეს საფრთხე უმნიშვნელოა, ხოლო გამოკითხულთა 6,2% ასეთ საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. პოლონელების 73,4%-ის აზრით, უკრაინაში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

მეტი...

“ოცნება”, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს” – გახარია

“ივანიშვილის “ოცნება”, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს”, – წერს „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“. “გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!”, – წერს გახარია.

მეტი...

„ორბანის სამშვიდობო მისია მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხმარება“- ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისია“ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხმარება. მისივე განცხადებით, ვიქტორ ორბანის მცდელობა, თავი მაღალი დონის მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გზით, არის „მცდარი“ და „არ შედის ევროპის ინტერესებში“. „რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებს, ევროპის ინტერესებში არ არის, ეს არ არის ჩემი ქვეყნის ინტერესებში, ეს არ არის უკრაინელი ხალხის ინტერესებში. სამწუხაროდ, ეს ამ სიტუაციაში მხოლოდ პუტინს ეხმარება და არასწორია“ – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. პეტრ ფიალამ ისტორიის გაკვეთილების სწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საშიში რეჟიმების დამშვიდების ისტორიულმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.…

მეტი...

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას. “სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს (მინისტრთა საბჭოს) სააგრეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ დღეს იქნება მიღებული,” – წერს იეგოიანი.

მეტი...

ნატო-მ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა.  ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. “ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, ნატო-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.

მეტი...

ჩინეთში ხანძარს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა

“სიენენის“ ინფორმაციით, ჩინეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციგონგის სავაჭრო კომპლექსში მოხდა. ხანძარი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.  

მეტი...

იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან NATO-ს ურთიერთობის კოორდინატორი. “დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან NATO აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მაგდალენა გრონი გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო  გახდება. ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ” – ნათქვამია განცხადებაში. მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ცნობისთვის, 2024 წლის მაისში მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარ დიპლომატიურ მრჩევლად დაინიშნა. მანამდე გრონოს შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა.  

მეტი...

ევროკომისიამ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებთ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ”ევროკომისიამ უკრაინისთვის თითქმის 4.2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარს უჭერს. საბჭოს მიერ მისი მიღების შემდეგ, ევროკავშირის მთლიანი დაფინანსება უკრაინისთვის 12 მილიარდ ევროს მიაღწევს. ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას მტკიცედ მხარს უჭერს”- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.  

მეტი...

“ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო “რუსი ადამიანის რუსული მესიჯები”. “ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს.  ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის.  მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით. კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ…

მეტი...

„წელს ატმის კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც, კახეთის სახელმწიფორწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, წელს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. „აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია და პროცესი აქტიურ ფაზაშია. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ჩვენი ფერმერებისთვის წარმატებული იქნება. ატმის რეალიზაცია წლების წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პროექტი, რომელიც ატმის მიმართულებით სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა, არის ერთ-ერთი ნათელი…

მეტი...

სვანეთში მიწა ჩამოიშალა

სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაკეტილია და გადაადგილება შეზღუდულია. არსებული ინფორმაციით, მესტიის მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ზუგდიდიდან კი სპეცტექნიკა გზის მეორე ნაწილის გასაწმენდად მიდის. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ნინი ნაკანი ავრცელებს. “ორი საათი გავიდა რაც მეწყერის პირისპირ ვდგავართ უამრავი ადამიანი. პირველი მანქანით ჩვენ გავჩერდით და ამის შემდეგ 50მდე მანქანაა მოგროვდა ირგვლივ, რომელშიც უამრავი ტურისტი, ბავშვი, მოხუცი და ახალგაზრდები ვართ თავმოყრილი და შევცქერით უზარმაზარ ტალახისა და ქვის მასას, ეს ყველაფერი ხდება მესტიისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ეცერთან ახლოს, შავღელეზე. ორი…

მეტი...

გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს

გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს. „როიტერის“ მიერ მოპოვებული გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელს უკრაინისთვის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 4 მილიარდი ევრო იქნება. როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება შემცირდება, გერმანია შეასრულებს ნატო-ს მიზანს და 2025 წელს მშპ-ის 2 პროცენტს დახარჯავს თავდაცვაზე, რაც 75,3 მილიარდ ევროს შეადგენს.

მეტი...

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვეს, რაც ქართული წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ. კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მხტომელი ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის პირველად მოხვდა. ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავეს, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ კი შარშანდელი…

მეტი...

,,არ არის ეს ყველაფერი სასაცილო, მაგრამ, მაინც, ღიმილის მომგვრელი იყო” – ნინო ლომჯარია

,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას, საზოგადოებრივი პლატფორმის ,,საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა ღიმილის მომგვრელი  იყო. ,,არ არის ალბათ ეს ყველაფერი სასაცილო, მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელი იყო. საფრთხეები როგორ არ არის რეალური, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია, კარგია, რომ ამერიკასთან ურთიერთობებს გადავხედეთ და სტრატეგიული პარტნიორობა გავაჩერეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეტი...

,,ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც იცავს ქართულ ინტერესს, ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს” – კახა კალაძე

თბილისის მერი, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ,,ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს ყველა მონაცემებით, მათი კვლევებითაც კარგად ჩანს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც იცავს ქართულ ინტერესს, ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. საზოგადოება აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით, ვინ გვიტევს, საიდან მოდის ზეწოლა, შანტაჟი და მუქარები”, – აცხადებს კახა კალაძე.

მეტი...

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ორბანის მოსკოვში ვიზიტი დაგმო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი მოსკოვში. ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „რეზოლუცია, რომელშიც ახლადარჩეული ევროპარლამენტის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი შესახებ პირველად არის დაფიქსირებული, ადასტურებს ევროდეპუტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს მხარი დაუჭიროს და გააფართოოს სასანქციო პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ და აგრეთვე სისტემატურად აღმოფხვრას სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევები. რეზოლუცია აგრეთვე გმობს 5 ივლისს შემდგარ ორბანის ვიზიტს მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ორბანი…

მეტი...

რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა, მათგან 13 აზოვსტალის მცველია

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 პირი დააბრუნა. გაცვლილ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები. ,,ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან”, დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიორების შუამავლობით მოხდა. წინა გაცვლის დროს, რომელიც ივნისში შედგა და ასევე, ორგანიზებული იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით, რუსეთმა და უკრაინამ თითოეულმა 90 ტყვე დააბრუნა. უკრაინელი სამხედროების ტყვეობიდან დაბრუნების საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ ეს არის 54-ე გაცვლა ომის დაწყებიდან. უკრაინაში 3405 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის, ვინც ახლა გაცვალეს,…

მეტი...

ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და წევრებმა გაერთიანება ,,დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიული გაერთიანება ,,დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს. ბრიფინგზე ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მოამზადონ როგორც დამკვირვებლები, ასევე კომისიის წევრები და სხვა პირები წინასაარჩევნოდ. ,,ჩვენ, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავს ვალდებულად მივიჩნევთ და ვერთიანდებით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რათა ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი მრავალწლიანი პროფესიული საარჩევნო გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ საზოგადოებას. ,,დაიცავი არჩევნების” მიზანია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს საკონსულტაციო, ექსპერტული და პროფესიული დახმარება. ვთვლით, რომ  ჩვენს გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესების ობიექტურ განვითარებაში. საქართველოს…

მეტი...

ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით ციხეებში პროტესტი გრძელდება

პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ. მოშიმშილეები ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ. ,,ჩემი შვილის საკანში სამია და სამივე შიმშილობს. ორი ისეთია, მკურნალობას საჭიროებენ. ითხოვენ რომ ამნისტია შეეხოს ყველა პატიმარს ვადის ¼ მაინც და არა გამორჩეულად. მოითხოვეს, რომ შევიდეს სახალხო დამცველი და თვითონ ნახავს, რომ ნამდვილად შიმშილობენ. მთელი ციხე აბუნტებულია გლდანშიც და სხვაგანაც”, – აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა, თეონა ქვარცხავა, რომლის შვილიც ქსნის ციხეში იხდის სასჯელს. როგორც ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, მას არაერთი პატიმარი დაუკავშირდა, რომლებმაც მასობრივად დაიწყეს შიმშილობა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროტესტია თითქმის ყველა სასჯელაღსრულებით…

მეტი...

,,ხალხის ძალა” და ,,ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ” – ზურაბ ქადაგიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ საერთო სიას ეხმიანება. ქადაგიძე წერს, რომ „ხალხის ძალისა“ და სახელისუფლებო გუნდის ერთობა მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვების წინაპირობაა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის ბიძინა ივანიშვილის წვლილზეც საუბრობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ერთობლივ ძალისხმევას უფრო გაზრდის და არჩევნებში გამარჯვების წინაპირობა იქნება. „26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში რეფერენდუმის სახით დაფიქსირდება, სადაც მხოლოდ ორი არჩევანია – სუვერენული საქართველო ეროვნული ინტერესებითა და დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივით ან კიდევ, გლობალურ პოლიტ – კონიუნქტურას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყნებიდან კონტროლირებადი, ფაქტობრივი სახელმწიფო. პარტია “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი…

მეტი...

ძროხის და ცხვრის ტყავისგან დამზადებული კეთილდღეობის სიმბოლო

ევენკის ეთნიკური ჯგუფის კულტურაში ძროხის ტყავისგან და ცხვრის ტყავისგან დამზადებული “მზესუმზირის” ნაკეთობები საყოფაცხოვრებო დეკორაციაა. ცენტრში გამოსახული ტყავი სიმბოლო მზეზე, ხოლო ირგვლივ ბეწვი წარმოადგენს მზის სინათლეს და ის სითბოსა და კეთილდღეობას ნიშნავს. ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ჰულუნბუირში, ევენკის მწყემსმა საკუთარი ბრენდი შექმნა „Sun Girl“ 600,000 იუანის ($82,500) ინვესტიციით. ეს ეთნიკური ხელოსნობა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ევენკის ავტონომიურ,  ეთნიკურ-კულტურულ ინდუსტრიულ პარკში განთავსებულია 121 საწარმო და სახელოსნო, რომელიც ეძღვნება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. აქ დასაქმებულია 34 მემკვიდრე, რომელიც წარმოადგენს 38 სახეობის მრავალფეროვან, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პროექტს.

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კახეთში დაფიქსირდა.

მეტი...

,,ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის” – გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან სავარაუდო შეხვედრაზე

,,ტყუილია, ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის”, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. „ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის. ვიყავი წასული ორი დღით ქვეყნიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. კითხვაზე, დაბრუნდა თუ არა ის პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ვაშაძემ განაცხადა, რომ ცისკარიშვილი რომელ რეისზე დაჯდება და სად დაჯდება, მისი საქმე არ არის. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი…

მეტი...

საბურთალოზე კაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი დანითაა დაჭრილი. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი” – პენტაგონის პრესსპიკერი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერმა ,,ამერიკის ხმის” მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა,,ღირსეული პარტნიორის” წვრთნების უვადოდ შეჩერებაზე. მისი თქმით, წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ,,ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან”, – თქვა პატრიკ რაიდერმა გამართულ…

მეტი...

საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ბარიერები და ხელშემწყობები ფაქტორები

განახლებად ენერგიაზე გადასვლა აუცილებელია მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ენერგეტიკული გაერთიანებების ფორმირება, გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამგვარი ტიპის მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციები ხელს უწყობენ ადგილობრივი ენერგიის წარმოებას, აუმჯობესებენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ გარემოს მდგრადობას და კლიმატის ცვლილების შერბილებას. თუმცა, ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებისთვის საჭიროა არაერთი ბარიერისა თუ გამოწვევის დაძლევა. მაგალითისთვის, ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი, რომ შეამციროს ემისიების დონე 2030 წელს 50%-მდე და 2050 წლისათვის 100%-მდე 1990 წლის ემისიების დონესთან შედარებით, ძირითადად მიიღწევა მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციების – ენერგეტიკული გაერთიანებების გაძლიერებით და ხელშეწყობით…

მეტი...

აშშ-ში მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი, 20 წლის ქართველი, მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს

ამერიკაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც ბრალად ედება სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის ქმედებები. ჩხიკვიშვილი, ცნობილი როგორც ,,მეთაური ყასაბი”, ,,მიშკა” და ,,ყასაბი” 20 წლისაა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. ასევე, ცნობილია როგორც Maniacs Murder Cult, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება. ,,როგორც ნავარაუდოებია, ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების…

მეტი...

,,რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ” – კახა კალაძე

,,ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ – ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. „ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ღირსება, ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და დღესაც იმავეს აგრძელებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. შეიძლება ოპოზიციაში არიან და…

მეტი...

ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე 77 წლის ქალი დაიკარგა

ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე 77 წლის ქალი დაიკარგა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს. ახლობლის თქმით, ქალს თბილად და ზაფხულისთვის შეუსაბამოდ აცვია. ,,გავიდა სახლიდან და დაიკარგა, არ ახსოვს მისამართი, არ აქვს ცნობადობა, არის თბილად ჩაცმული ამ პერიოდისთვის შეუსაბამო. ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, თუ სადმე თვალი მოკრათ გთხოვთ დაურეკოთ  კახას- 593919202, ან რუსუდანს – 599305316″, – აცხადებენ ოჯახის წევრები.

მეტი...

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პაციენტები, სერვისს უფასოდ მიიღებენ. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ, როცა მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება. ,,პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე,…

მეტი...

კობა კობალაძემ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს უმასპინძლა და მათ ბელგიაში გამართულ შეკრებაზე წარმატებები უსურვა

მიმდინარე წლის 17 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს: ლუკა ჯავახიშვილს, ნიკოლოზ გაბაშვილს და ლუკა უფლისაშვილს უმასპინძლეს და მათ საფეხბურთო ბანაკ „EAFF junior camp 2024“-ის შეკრებაზე წარმატებები უსურვეს. კიდურ ამპუტირებული და/ან განუვითარებელი კიდურის მქონე ბავშვებისათვის საზაფხულო, საფეხბურთო ბანაკი „EAFF junior camp 2024“ ბელგიის სამეფოს ქ. ბლანკენბერგში, მიმდინარე წლის 18-22 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 117 მოზარდი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. შეკრებას ატარებენ ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაცია, ბელგიის ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია და…

მეტი...