,,წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი” – პენტაგონის პრესსპიკერი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერმა ,,ამერიკის ხმის” მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა,,ღირსეული პარტნიორის” წვრთნების უვადოდ შეჩერებაზე.

მისი თქმით, წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი.

,,ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი.

ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან”, – თქვა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, “ამერიკის ხმის” კითხვაზე პასუხად, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში.

მსგავსი თემები