,,ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის” – გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან სავარაუდო შეხვედრაზე

,,ტყუილია, ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის”, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის. ვიყავი წასული ორი დღით ქვეყნიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, დაბრუნდა თუ არა ის პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ვაშაძემ განაცხადა, რომ ცისკარიშვილი რომელ რეისზე დაჯდება და სად დაჯდება, მისი საქმე არ არის.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები