ჩინეთში ხანძარს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა

“სიენენის“ ინფორმაციით, ჩინეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციგონგის სავაჭრო კომპლექსში მოხდა. ხანძარი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

 

მსგავსი თემები