ვინ არის 21 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ში ბავშვების მოწამვლის მცდელობაში სდებენ ბრალს

21 წლის ქართველის დაკავებაზე ინფორმაცია, საჯაროდ, ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილმა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეძებდა თანამზრახველსაც, რომელიც, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმით, ბრუკლინის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში შევიდოდა და მოსწავლეებს მოწამლულ ტკბილეულს დაურიგებდა. ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილმა თანამზრახველი იპოვა. მოუყვა გეგმის შესახებ, თუმცა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვერსიით, ე.წ. მოკავშირე გადაცმული ოფიცერი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი სქემაც გაიშიფრა.

ამერიკის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ჩხიკვიშვილი ნეონაცისტური დაჯგუფების – “მანიაკთა მკვლელობების” კულტის ლიდერი იყო. ჯგუფის წევრების მიზანი წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი გზებით, საზოგადოებაში ქაოსისა და შიშის დანერგვაა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2021 წლიდან, მიხეილ ჩხიკვიშვილი მანიფესტს სახელწოდებით: “მოძულის სახელმძღვანელოს” ავრცელებდა. 21 წლის მამაკაცი სხვებსაც მასობრივი მკვლელობების ჩადენისკენ მოუწოდებდა. მიმდინარე გამოძიების ფარგებში, ამერიკელმა სამართალდამცველებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს.

ჩხარტიშვილის დაკავება  მოლდოვაში მოხდა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერპოლით ძებნილის დაკავების ორდერი ამერიკელი სამართალდამცველებისგან მიიღეს. სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის რასობრივ ნიადაგზე, ბავშვების მოწამვლას გეგმავდა.

მსგავსი თემები