„საბურთალოზე არ გაგეჩერება შენ, საბურთალოს სირცხვილი ხარ“- ჯანდაცვის მინისტრს „მონა“ ეძახეს (video)

„ქართული ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად, ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს „მონა“ ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გვარცელდა, რომელშიც მოქალქე მინისტრს ეუბნება, რომ ის „საბურთალოს სირცხვილია“. ვიდეოში ჩანს, რომ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

მეტი...

“სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს”- ბლინკენი

“ნატო-ს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანში გაწევრიანების გზაზე”- ამის შესახებ ,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ძალიან ძლიერ პაკეტი მოამზადეს. „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“– აღნიშნა ბლინკენმა. მისი ინფორმაციით, მოკავშირეები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს, როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზეც და აღნიშნა, რომ ამ თავდასხმამ ხაზი გაუსვა უკრაინისა და…

მეტი...

„ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“- მილერი

„ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“ – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერის განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ნათლად თქვეს, რომ  საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა. „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“ – განაცხადა მილერმა. საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან…

მეტი...

„როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით“- ინდოეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინს

„გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ“ – გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა. მოდის განცხადება რუსეთის მიერ 8 ივლისს კიევში საბავშვო კლინიკაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მოყვა. გამოცემის თანახმად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ასევე, უთხრა, რომ  უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია. „მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია“ – განაცხადა მოდიმ.  

მეტი...

“გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს”- კალაძე

„ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოიყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება უკრაინაში“ – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერებას ეხებოდა. „არავის ვუსურვებდი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება. არავის, ვინც არ უნდა იყოს, არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოაწყოს მეორე ფრონტი, ქვეყანა ჩაერთოს სანქციებში, ამან გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და მძიმე მდგომარეობა“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ…

მეტი...

„ერთ შესწორებას შევიტან, თანხა კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს“- კალაძე

„ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“ – თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს ჯარისთვის 30 მილიონი ევროს დახმარებაგაყინა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა ჯარს ამოაცალეს. „ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც.…

მეტი...

„მკვდარი მკვდარს აეკიდაო“- კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე

„მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე“ – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ოპოზიციის გადაწყვეტილებაში სიახლე არაფერია და ისინი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან. „სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე. როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებზე…

მეტი...

„მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის ნაგავი არიან“- იან ლიპავსკი

„რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს – კაცობრიობის ნაგავია“ – ამის შესახებ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravam-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ კიევზე, მათ შორის საბავშვო კლინიკაზე, განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ რუსეთის ელჩი დაიბარა. „მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის ნაგავი არიან. მას ,რუსეთის ელჩს დავაბარეთ, რომ ეს მოსკოვში გადასცეს“ – განაცხადა ლიპავსკიმ.

მეტი...

მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააკავა და ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება “ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა”. „ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით  (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, – აცხადებენ სასამართლოში. ინფორმაციისთვის, იულია ნავალნაიამ 1-ელ ივლისს, უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

მეტი...

„ვრცელდება დეზინფორმაცია  დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ“- თბილისის მერია

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა“ და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია  დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ“- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიაში აცხადებენ, რომ საიტებზე განთავსებული ინფორმაცია ყალბია და შექმნილია, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით. “საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის …

მეტი...

“რობერტ ფიცომ დაგმო რუსეთის თავდასხმა“ – შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შმიგალი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, რობერტ ფიცომ რუსეთის მხრიდან გუშინ განხორციელებული თავდასხმა დაგმო და რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა. „ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს. მას ვუამბე რუსეთის თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ასევე, ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს განადგურების შესახებ. რობერტ ფიცომ თავდასხმა დაგმო. სლოვაკეთმა რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, – დაწერა დენის შმიგალმა. გარდა ამისა, შმიგალი წერს, რომ უკრაინაში შემოდგომაზე მთავრობათა ხელმძღვანელების მესამე ერთობლივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. „მადლობა გადავუხადე სლოვაკეთს…

მეტი...

“კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მინისტრის შეფასებით, ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. “კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს” – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

მეტი...

თბილისში ავტოავარიის შედეგად 4 პირი დაშავდა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა“- დარჩიაშვილი

“აშშ-ს დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი – ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოწვეულია და მონაწილეობს ამ სამიტში, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა” – ამის შესახებ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ – ს დედაქალაქში, საქართველოს ნატოს საიუბილეო სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით ქართული მხარე აღნიშნულ ურთიერთობებს წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აშენებდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. “ჩვენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ, ის რომ საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა საგარეო პოლიტიკური ვექტორები, დასტურდება იმითაც, რომ…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. „უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.

მეტი...

“ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია”- დარჩიაშვილი

“საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული  გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება. “ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის…

მეტი...

,,კრემლში დიდი ყურადღებით დააკვირდებიან ნატოს სამიტს” – პესკოვი

,,რუსეთის ხელისუფლება დიდი ყურადღებით დააკვირდება ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა. „ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით დავაკვირდებით სამიტს. თქვენ იცით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ალიანსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას მტრად, მეტოქედ აღიქვამს. ეს არის ალიანსი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მიზანი რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებაა. და ეს ის ალიანსია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს უკრაინულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს“, – აღნიშნა პესკოვმა. ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება.

მეტი...

რაიონებსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 9 ივლისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ,,აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,სახელის ცვლილებით, მათი შანსები არ შეიცვლება, ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?” – ბექა დავითულიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას გამოეხმაურა. „ალბათ ფიქრობენ, რომ ცოტა მაინც ჩამოირეცხავენ იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც აქვთ თუმცა ეს არაფერს შეცვლის. ბექა მქვია და ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში? – არაფერი“, – განაცხადა დავითულიანმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე, ასევე წარადგინეს ახალი სახეები. ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.

მეტი...

,,როდესაც ვროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა” – შალვა პაპუაშვილი

,,როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ. ,,უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ (“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია, ჩაშლას გადაარჩინა. ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი…

მეტი...

,,ნეტა, ბელადმა იცის მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს?” – ირაკლი ზარქუა

,,გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა, „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ, ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტა, ბელადმა იცის მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი…

მეტი...

,,მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდება მომდინარეობდა არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ იმ განცხადებებიდან, რომლებიც დასავლეთში კეთდებოდა” – ვოლსკი

,,მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდება მომდინარეობდა არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ იმ განცხადებებიდან, რომლებიც დასავლეთში კეთდებოდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ლოგიკური ეჭვი გაჩნდა, რომ ქვეყანა იმის გამო ისჯება, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით უკრაინის კატეგორიულ, რადიკალურ მოთხოვნას არ აჰყვა. „მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდებება ჩვენი არ იყო. მაგალითად, ჩვენ შევაფასეთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის, კაია კალასის განცხადება, რომლის ქმარმაც ომის შემდეგ რუსეთთან ბიზნესის წარმოებით დიდი მოგება მიიღო. კალასმა განაცხადა, რომ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობა ძალიან კარგია,…

მეტი...

,,ლილო მოლის” მეწარმეებს ,,ქურდულ საერთოში“ ფულის შეტანას აიძულებდნენ, ერთს მანქანა დაუწვეს, ერთს ესროლეს – სასამართლომ ორი ადამიანი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა ,,ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ,,ქურდულ საერთოში“ დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ. მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ,,ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულ ერთ პირს სასამართლომ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორე…

მეტი...

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მასობრივი მოსმენების საქმეზე სტრასბურგს მიმართა

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენენ 7 განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები – მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები. ,,2021 წლის სექტემბერში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რელიგიური ფიგურებისა და მათთან დაკავშირებული, ან/და რელიგიის საკითხებზე მომუშავე პირების პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების, გაჟონვის თაობაზე. კრებსები, რომლებიც სავარაუდოდ…

მეტი...

დასანანი და არამეგობრული ნაბიჯი პარტნიორის მხრიდან – ,,ოცნება” ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე

,,დასანანი და არამეგობრული ნაბიჯი პარტნიორის მხრიდან”, – ასე აფასებს ,,ქართული ოცნება” ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადმორიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოს. ,,მიუღებელია და ცუდია ბატონი ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება. მისი წინამორბედი, გრძელი კაცი რომ გვყავდა წარმომადგენელი, რამდენიმე წელი იმუშავა, არც ახსოვს ჩვენს მოსახლეობას და ვისაც ახსოვს, ძალიან ცუდად ახსოვს. თუმცა, ახსოვთ გიგაურებს, ლომჯარიებს მისთანებს ძალიან კარგად. მე ვისურვებდი, რომ თქვენც ასე არ დაამთავროთ თქვენი კარიერია.…

მეტი...

,,მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ ,,კლანური მმართველობა” რჩება” – საია

,,მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ ე.წ ,,კლანური მმართველობა” რჩება”, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშში, რომელსაც ,,საია” აქვეყნებს. ,,რიგით მე-12 მონიტორინგი 2023 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა”, – აცხადებს ,,საია”. მონიტორინგის თანახმად, ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რითიც პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატებისა და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.

მეტი...

,,მწუხარებას გამოვთქვამ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო, იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში. თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

მეტი...

,,მაიდანი არ გამოუვიდათ, ახლა არჩევნებზე ცდილობენ ასეთი მანიპულაციით მიაღწიონ შედეგს” – ქადაგიშვილი არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

,,მაიდანი არ გამოუვიდათ. ახლა არჩევნებზე ცდილობენ, რომ ჩარევით, ასეთი მანიპულაციით მიაღწიონ შედეგს”, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელზეც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. „ეს რაღაც კონფერენციაც კიდევ ერთი რამის მაჩვენებელია, იმ ანა ნაცვლიშვილსა და არცერთ ოპოზიციონერს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. რა იტყვის ის სასიკეთოს ქვეყანაზე“, – აღნიშნა მან. ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პარლამენტის გარეშე მსჯელობენ. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა გახსნა. მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ კადრების გადაღების საშუალება ჰქონდათ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა…

მეტი...

,,ოპოზიციამ საზოგადოებას, რომელმაც იბრძოლა, უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა” – ელენე ხოშტარია

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ,,ახალი”, ,,დროა” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული საზოგადოება რუსული საფრთხის წინაშე გაერთიანდა, იბრძოლა და მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო არ არის და არ იქნება რუსეთი. ,,მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მე მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა”, –…

მეტი...

,,ახალი”, ,,დროა” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან

,,ახალი”, ,,დროა” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. განცხადებას პოლიტიკური ლიდერები ამ წუთებში აკეთებენ. ,,ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ  უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, – განაცხადა ,,ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ. 

მეტი...

მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში…

მეტი...

ერდოღანი მოუწოდებს ნატოს, არ გახდეს რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობას, თუმცა, ალიანსი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მონაწილე არ უნდა გახდეს. „ამ სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ის ნატოს დაარსების 75 წლისთავს ეძღვნება. ჩვენ დავაკვირდებით იმ გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელიც გასულ წელს ნატოს ვილნიუსის სამიტზე იყო მიღებული. ჩვენ ასევე გავმართავთ მოლაპარაკებებს ნატოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის ჩათვლით“, – განუცხადა ერდოთანმა ჟურნალისტებს ანკარის ესენბოღას აეროპორტში. სამიტის ბოლო სესია ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატში შეხვედრას დაეთმობა. „ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას,…

მეტი...

კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა

კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს ,,ოხმადეტის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს. ,,რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, – აღნიშნა კლიმენკომ. 8 ივლისს ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსებმა Kh-101 ტიპის რაკეტები სწორედ ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს. გაშვებული 38-დან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.

მეტი...

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს, 9 062 000 ოზურგეთის, 3 458 000 მარტვილის, 2 180 000 სიღნაღის, 940 000 ყაზბეგის, 990 000 ზესტაფონის, 583 000 ცაგერის, 3 883 000 გურჯაანის ს, 5 855 000 ჩხოროწყუს, 6 366 000 ჩოხატაურის, 4 027 000 თელავის, 1 872 000 ლაგოდეხის, 193 000 თიანეთის, 3 986 000 ქალაქ ქუთაისის, 5 738 000 ჭიათურის, 4…

მეტი...

,,სპაზმური ხველა ყივილის ხმით, როგორ ამოვიცნოთ ყივანახველა” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განმარტა, 2024 წელი ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებით გამოირჩევა. მისი თქმით, მთავარია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს, ვინაიდან, დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს. ,,ყივანახველასთვის დამახასიათებელი ტიპიური შეტევები იწყება დაავადების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა მიმდინარეობს, ისე როგორც ჩვეულებრივი ვირუსი:…

მეტი...

გახოკიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 9 თვით შეიზღუდება

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 12 ივლისის 00:00 საათიდან 9 თვის განმავლობაში იმოქმედებს. მერიის ცნობით, ტერიტორიაზე, თავდაპირველად, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლისა და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის, რომლის დასრულების შემდეგაც, საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს. სამუშაოების პერიოდში გახოკიძის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ…

მეტი...