,,კრემლში დიდი ყურადღებით დააკვირდებიან ნატოს სამიტს” – პესკოვი

,,რუსეთის ხელისუფლება დიდი ყურადღებით დააკვირდება ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით დავაკვირდებით სამიტს. თქვენ იცით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ალიანსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას მტრად, მეტოქედ აღიქვამს. ეს არის ალიანსი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მიზანი რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებაა. და ეს ის ალიანსია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს უკრაინულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება.

მსგავსი თემები