,,ოპოზიციამ საზოგადოებას, რომელმაც იბრძოლა, უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა” – ელენე ხოშტარია

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ,,ახალი”, ,,დროა” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული საზოგადოება რუსული საფრთხის წინაშე გაერთიანდა, იბრძოლა და მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო არ არის და არ იქნება რუსეთი.

,,მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მე მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, პარტნიორად და თანამებრძოლად განიხილავს ,,ლელოს”, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთო ბრძოლაში.

,,მინდა დავაფიქსირო პრინციპული და მყარი პოზიცია, რომ თავდაუსხმელობა არის არა უბრალოდ რაღაც ზოგადი განცხადება, არამედ ვინც არ უნდა დაგვესხას ჩვენ თავს, ვინც არ უნდა დამესხას მე თავს,პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, არც ენმ-სთან არავითარ შემთხვევაში არავითარ კონფლიქტი არ შევალ, არც ერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმე და ამ საქმეს ვიწყებთ უკვე დღეიდან”, – თქვა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები