“რობერტ ფიცომ დაგმო რუსეთის თავდასხმა“ – შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შმიგალი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, რობერტ ფიცომ რუსეთის მხრიდან გუშინ განხორციელებული თავდასხმა დაგმო და რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა.

„ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს. მას ვუამბე რუსეთის თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ასევე, ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს განადგურების შესახებ. რობერტ ფიცომ თავდასხმა დაგმო. სლოვაკეთმა რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, – დაწერა დენის შმიგალმა.

გარდა ამისა, შმიგალი წერს, რომ უკრაინაში შემოდგომაზე მთავრობათა ხელმძღვანელების მესამე ერთობლივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

„მადლობა გადავუხადე სლოვაკეთს სამშვიდობო სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ევროინტეგრაციისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის“ – წერს დენის შმიგალი.

მსგავსი თემები