,,ლილო მოლის” მეწარმეებს ,,ქურდულ საერთოში“ ფულის შეტანას აიძულებდნენ, ერთს მანქანა დაუწვეს, ერთს ესროლეს – სასამართლომ ორი ადამიანი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა ,,ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ,,ქურდულ საერთოში“ დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ. მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულ ერთ პირს სასამართლომ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორე პირს, რომელიც ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში იყო ბრალდებული, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

მსგავსი თემები