“ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს”- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  კვლევის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო  თანამდებობის პირთა დეკლარაციებს მალავს. „როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო – 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა – 109 (21.8%), გაფრთხილდა – 4 (0.8%), დადებითად დასრულდა – 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი. თუმცა, გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა რომელი თანამდებების პირები შეამოწმა…

მეტი...

ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა

ისრაელი-ლიბანის საზღვარზე, ორმხრივი ცეცხლის პირობებში, საზღვრის ორივე მხარეს ძლიერი ხანძარია. ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ორასი რაკეტა გაუშვა. თავდასხმაზე საპასუხოდ, “ცახალმა” ლიბანის სამხრეთით მდებარე “ჰეზბოლას” სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განახორციელა. ორმხრივი ცეცხლის პირობებში, ქვეყნების საზღვარზე არსებული ვითარება სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. დაპირისპირების ეს ეპიზოდი, უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.  

მეტი...

„კობახიძე იმდენს ამბობდა ურთიერთობების გადატვირთვაზე, აგერ მივიღეთ შედეგი“- თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმეა. „მძიმე ამბავია. უმძიმესია. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, “ღირსეული პარტნიორობა” იყო. ეს სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც კარასინი ბრიფინგებს მართავდა და ჩემი მინისტრობიდან გათავისუფლებას ითხოვა. ამის მიუხედავად, მაინც ჩავატარეთ. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ახლა ეს სამწუხარო ფურცელია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. კობახიძე იმდენს ამბობდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დავიწყოთ და ძველებურად ვერ გაგრძელდებაო, რომ აგერ მივიღეთ შედეგი და მივიღეთ ის პასუხი, რასაც…

მეტი...

რა იყო პარაშუტის ჩამოვარდნის მიზეზი, რასაც 37 წლის ქალი ემსხვერპლა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნას 37 წლის ქალი ემსხვერპლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა 39 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო პარაშუტი ქარმა დააზიანა. გაწყდა კატერზე მისაბმელი და საფრენი მოწყობილობა სიმაღლიდან წყალში ჩავარდა. იახტ კლუბში, საიდანაც კატერმა საზღვაო პარაშუტით, ზღვაში ტურისტები გაიყვანა, აცხადებენ რომ საფრენი მოწყობილობა ტექნიკურად გამართული იყო და ტრაგედიას ამინდს უკავშირებენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, სამართალდამცავები არკვევენ. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. გარდაცვლილი ქუეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ისვენებდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.  

მეტი...

„კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. “მადლობა გერმანიას პატრიოტი სისტემისთვის და აშშ-ს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ მიზნად დავისახეთ, გავაორმაგოთ ჩვენი საჰაერო სიძლიერე და დღეს არის ამის დასაწყისი. მადლობას ვუხდი გერმანიას “პატრიოტი სისტემის” მოწოდებისთვის, რომელიც უკვე უკრაინაშია. ასევე დიდი მადლობა შეერთებულ შტატებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ინფორმსციისთვის,  გერმანიამ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია, პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინას “პატრიოტ სისტემას” გაუგზავნიდა.

მეტი...

„ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას“ – ზურაბიშვილი

„ამერიკელი პარტნიორების მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უქმნიან ბევრად დიდ საფრთხეს. „ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან…

მეტი...

“დასავლეთში არიან ქვეყნები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომს უხსნიან გზას”- ერდოღანი

„სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც გზას უხსნიან მესამე მსოფლიო ომს. იარაღის დილერებს ბაზარი სჭირდებათ, იარაღის დილერებისთვის ბაზარი დასავლეთია“ – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ანკარას სურვილია, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის საბოლოოდ დასრულდეს. „ჩვენი თეზისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახმოვანებთ: „მსოფლიო ხუთზე დიდია“ და „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია“ – არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც წამოვაყენეთ ამ ნეგატიური ატმოსფეროს გასაფანტად და დიდი ომის რისკის აღმოსაფხვრელად. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გლობალური სისტემის გადახედვა, უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციის გარეშე, ტერორიზმის აღმოფხვრა კოლექტიური…

მეტი...

“არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“პრინციპი  არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე ურყევია”, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნული პრინციპის დაცვისკენ  ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს . ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ  “სამართლიანი მშვიდობის” აღსადგენად ერთადერთი რეალისტური გზა “მშვიდობის ფორმულაა”.

მეტი...

„დასანანია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება“- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. უწყებაში ამბობენ, რომ აშშ-ს ეს გადაწყვეტილება დასაანანია. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს. დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების…

მეტი...

„კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, ცეცხლის შეწყვეტაზე იფიქროს“ – პუტინი

„ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე და ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტიმა აღნიშნა, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. პუტინის განცხადებით, ზავი ან პაუზა არ უნდა იქნეს გამოყენებული კიევის რეჟიმის გადაიარაღებისთვის, რადგან მოსკოვს კონფლიქტის სრული და საბოლოო დასრულება სურს. ვლადიმერ პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი…

მეტი...

“აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო”- აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

“აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება” – ამის შესახებ, განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, სწავლების გადადება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით. „შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. 30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება…

მეტი...

„მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით“- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად. ორბანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა იმ დროს, როდესაც ევროპას მშვიდობა სჭირდება. „კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც. „ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს…

მეტი...

„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი“ – შოლცი

„ვიქტორ ორბანი პუტინს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს, საგარეო პოლიტიკაში ევროპულ საბჭოს შარლ მიშელი წარმოადგენს“, – ასე ეხმაურება „ტვიტერის“ პირად გვერდზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორბანის რუსეთში ვიზიტს. „ვიქტორ ორბანი პუტინს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. საგარეო პოლიტიკაში, ევროპულ საბჭოს შარლ მიშელი წარმოადგენს. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია: რუსეთის აგრესიულ ომს ვგმობთ. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს შოლცი.

მეტი...

ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება. კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ. „თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00-დან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩაიკეტება.

მეტი...

,,ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს” – კაია კალასი

,,ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს”, – წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში და ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება. ,,ვიქტორ ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს. ის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად ბოროტად იყენებს. ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – წერს კალასი.

მეტი...

მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ გამო განგაშის წითელი დონე ამოქმედდა

ქარიშხალ „ბერილის“ გამო მექსიკაში განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სინოპტიკოსების ცნობით, მექსიკისკენ მიმავალი სტიქია კიდევ უფრო გაძლიერდა და სანაპირო ზოლში შესაძლოა, მასშტაბური ნგრევა გამოიწვიოს. მექსიკის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. იუკატანის ნახევარკუნძულზე მოსახლეობის დასახმარებლად 8 ათასზე მეტი სამხედროა განთავსებული. ქარიშხალმა „ბერილმა“ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გასულ დღეებში გადაუარა და რამდენიმე კუნძულოვან სახელმწიფოში, მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

მეტი...

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ვადამდელ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო. „ქვეყანას კი პირველ რიგში მინდა ვუთხრა – ბოდიში. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი მოგვეცით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ თქვენს შეფასებას აქვს მნიშვნელობა. გავიგონე თქვენი ბრაზი, თქვენი იმედგაცრუება და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა სუნაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მალევე პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს. სუნაკს პრემიერის თანამდებობაზე გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სერ კირ სტარმერი ჩაანაცვლებს.

მეტი...

,,ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, ვიზიარებ მისი ოჯახის, სრულიად საქართველოს გულისტკივილს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. „გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე. ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე. ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

მეტი...

,,ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა” – ქაცარავას პროცესი დასრულდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, წვრილმან ხულიგნობა-დარღვევას ედავებიან. მისი თქმით, ორივე მოწმე პოლიციელის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი იყო და არცერთს ჩართული არ ჰქონია სამხრე კამერები. ის ფიქრობს, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია მასზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. ,,დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა…

მეტი...

„დავიჭერდი იმ ქალებს, ვინც ერთხელ უჩივლა ქმარს, დააჭერინა და მეორედ კიდევ უჩივლა და კვლავ იმასთან ცხოვრობს“ – პროკურორობის კანდიდატი

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში იწყება კიდევ ერთი კანდიდატის, დარეჯან ბუცხრიკიძის მოსმენა. მანამდე, საბჭოს წევრებს კითხვები ჰქონდა ლალი ბუნტურთან, რომელსაც, მათ შორის, შეკითხვები დაუსვეს ოჯახში არსებულ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. ,,მშობელი რომ შვილს დასჯის, ამაზე არ დავიწყებდი სამართლებრივ დევნას. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, ოჯახში ქალბატონი რომ უჩივლებს ქმარს და ეს ქმარი წავა ციხეში. პრაქტიკა გვაქვს ასეთი, დაწერენ საჩივარს, უჩივლებენ, პოლიცია წაიყვანს და სასამართლოში უკვე წერენ – პრეტენზია არ გამაჩნია. აზრი?! დაწერა, ახლა პრეტენზია არ აქვს?! ურიგდებიან. დავიჭერდი იმ ქალებს, ვინც ერთხელ უჩივლა ქმარს, დააჭერინა და…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსს მომდევნო ათი წლის განმავლობაში შეუერთდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა თავდაცვის ალიანსს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სააგენტო DPA-სთან განაცხადა. მას მომდევნო ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს კითხვა. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება მხარდაჭერა, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. „ჩვენი მხარდაჭერა რაც უფრო ძლიერი იქნება, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი. გრძელვადიან პერსპექტივაში რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,უნგრეთი, როგორც ჩანს, მალე გახდება ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველასთან შეუძლია საუბარი” – ორბანი პუტინს ხვდება

კრემლში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ხვდება. პუტინმა აღნიშნა, რომ ორბანი მოსკოვში ჩასულია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემაა უკრაინა. „რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ გამაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი პარტნიორების პოზიციას”, – თქვა პუტინმა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მზადაა ორბანს მოსკოვის წინადადებების დეტალები წარუდგინოს. ორბანმა მადლობა გადაუხადა პუტინს მიღებისთვის. ,,მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა თქვენთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, მინდა ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის…

მეტი...

,,ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს” – ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ჩასვლას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისი თქმით, ეს ვიზიტი ,,ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს”. როგორც ბორელმა აღნიშნა, პრემიერმინისტრ ორბანს არ მიუღია ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი. ,,უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს კავშირის რაიმე გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე. ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე აისახება ევროპის საბჭოს…

მეტი...

,,ის, რომ ,,ოცნებამ” ბუქარესტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია” – ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია. მან, ასევე ისაუბრა აღნიშნული საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ სხვა დოკუმენტებზე, მათ შორის ,,ევროპის სახალხო პარტიის” და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუციაზე. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ,,რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ მას მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ტრადიციებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის…

მეტი...

დავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას გამოკითხვა მიმდინარეობს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებიან, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ქაცარავა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ილანძღებოდა, თუმცა საპასუხოდ ქაცარავამ განაცხადა, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ამ წუთებში პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, პატრულ ინსპექტორი იკითხება. ის ამბობს, რომ დაკავებამდე სამართალდამცავების მიმართ ქაცარავას სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო, რადგან იქ მყოფი რამდენიმე პოლიციელი იბრძოდა 2008 წლის ომში. მოწმეს ჯერ არ უსაუბრია როდის და რატომ სცემეს დავით ქაცარავა, რომელიც დაკავების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ვიდეო მტკიცებულება წარადგინა დაცვის მხარემ, კადრებში…

მეტი...

„ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი“ – ოთარ კიტეიშვილი ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემა დასაფასებელი ფაქტია. ,,ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის”, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

მეტი...

სექსუალური ძალადობის გამო, ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ლიეტუვის სასამართლომ, ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა. Delfi-ის ცნობით, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, ტომას კელპშას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან კელპშა ვალდებულია 4 დაზარალებულს, თითოს 10 000 ევროს ოდენობით თანხა გადაუხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კელპშას ქონება დაყადაღებულია, რათა მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.

მეტი...

ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

მავრიტანიის სანაპირო დაცვამ, ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. გადარჩენილია 9 ადამიანი, მათ შორის, 5 წლის გოგონა. ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გადარჩენილების თქმით, სათევზაო გემი, რომელზეც 170 ადამიანი იმყოფებოდა, სენეგალ-გამბიის სასაზღვრო ზონიდან გასულ კვირას გამოვიდა და მავრიტანიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან გადატრიალდა. მავრიტანია, მიგრანტებისთვის, რომლებიც დასავლეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლას ცდილობენ, საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. სახიფათო მარშრუტზე, ყველაზე გავრცელებული დანიშნულების ადგილი, ესპანეთის კანარის კუნძულებია.

მეტი...

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი „ეტნას” გააქტიურების გამო, კატანიის აეროპორტი დაიხურა

ვულკანი ,,ეტნა” ლავას აფრქვევს, რის გამოც კატანიის აეროპორტი დაიხურა. მოსახლეობას კვამლისა და ფერფლის გამო პრობლემები შეექმნა. მათ ქუჩაში გადაადგილება ქოლგებით ან თავსაბურავებით უწევთ. ვულკანი ,,ეტნა” იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

მეტი...

ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან. ორბანმა ვიზიტთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში თავადაც გამოაქვეყნა აღწერით: ,,კიევის შემდეგ მოსკოვი. სამშვიდობო მისიის მეორე გაჩერება”. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორბანი დღეს პუტინს შეხვდებოდა. Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორაბნი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს. ამ კვირაში ორბანი კიევს ეწვია. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 2012 წლის შემდეგ. მოგზაურობის დროს მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა…

მეტი...

,,უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, არ არის მისასალმებელი” – გია ვოლსკი

,,უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, რა საკვირველია, არ არის მისასალმებელი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. „არ არის ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ლაპარაკი. ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ნაბიჯს გადადგამს, მეცენატობას გამოიჩენს, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, საზოგადოებაში არ არის ეს თემა პოპულარული, მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ყველას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ…

მეტი...

,,მშვიდობას ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან ვერ დაამყარებ” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობა ვერ დამყარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ იძლევა მანდატს ბრიუსელის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ის არ აპირებს ჯდომას და ომის სასწაულებრივად დასრულების დალოდებას. „შენ არ შეგიძლია ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობის დამყარება. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ როტაციის პრინციპით განხორციელებული ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ გვანიჭებს მანდატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ჩვენ არ შეგვიძლია ვისხდეთ და ველოდოთ, რომ ომი სასწაულებრივად დასრულდება. ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს. ამას ემსახურება ჩვენი სამშვიდობო მისია“, – დაწერა ორბანმა X-ზე. როგორც ცნობილია,…

მეტი...

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი დაჭრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მსუბუქად დაჭრა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები უფროსებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები. დაშავებული ბავშვი გამოკვლევების ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს, მას ჭრილობა ზურგზე აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ გახდა. არასრულწლოვანს კლინიკიდან დღეს გაწერენ.  ორივე ბავშვი მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა, დაწყებულია გამოძიება. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებს განრიდებას გაუკეთებენ.

მეტი...

,,ალბათ განიცადეს ძალიან და ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ” – ქაცარავა დღეს დაკითხვაზეა დაბარებული

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, აქტივისტი დავით ქაცარავა საქალაქო სასამართლოში, დღეს 14:00 საათზე, დაკითხვაზეა დაბარებული. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. უცნობია კონკრეტულად რა მუხლის დარღვევას ედავებიან აქტივისტს, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი. ,,როდესაც უნდა გადავეყვანე კლინიკაში, მაშინ მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა, რომ მე ადმინისტრაციული წესით ვარ დაკავებული. აი ეს ინფორმაცია მქონდა, თუმცა მას მერე უკვე თვე ნახევარია გასული. აი ამ საქმის ახლა დაწყება უკავშირდება ალბათ ახალ გარემოებებს, რომლებიც აღმოაჩინეს და ალბათ დაზარებულები ჰყავთ სპეცრაზმელები და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი სპეცრაზმელების, ასე ვთქვათ დააკომპენსირონ მათი მძიმე მორალური მდგომარეობა. ალბათ განიცადეს ძალიან და ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ. ეს…

მეტი...

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. სამწუხარო ინფორმაციას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ოჯახის წევრების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე;…

მეტი...