ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31,+33 გრადუსი იქნება. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27,…

მეტი...

რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს, თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. დამატებითი რეისის განრიგი ასეთია: 4 – 5 ივლისს თბილისი – ბათუმი გასვლა: 08:40 ჩასვლა: 14:43 ბათუმი – თბილისი გასვლა: 00:01 ჩასვლა: 05:05 5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ბორჯღალოსნები ფიჯელებს შეხვდებიან.

მეტი...

რუსებმა დნიპრო დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

დღეს დილით ოკუპანტები დნიპროს დაესხნენ თავს. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 18 ადამიანი. დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, ბენზინგასამართი სადგური, ასევე სამედიცინო დაწესებულება. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს ფრთოსანი და მართვადი საჰაერო რაკეტები ესროლეს. დაბომბვისთვის გამოიყენეს დრონებიც.

მეტი...

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები edus.aris.ge-სთან საუბრობენ თუ რა საკითხები შეხვდათ გამოცდაზე. ლუკა ხორბალაძე 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან რედაქტირების თემასაც იხსენებს: „ქეთევან მაღალიშვილის ბიოგრაფიაზე მოვიდა რედაქტირება. 3 სიტყვა შევასწორე და მძიმეები დავსვი. მე ავირჩიე არაპროგრამულის დავალება – ინანიშვილის მოთხრობიდან “ფიროსმანი”. ძირითადი თეზა იყო სიმდიდრეზე: “მდიდარს ოქრო აქვს – ჩვენ კი თვითონ ვართ ოქრო ბიჭები”. ერთგვარი ანალიზი გავაკეთე, ვთქვი, რომ სიმდიდრე არსებობს, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური და ვისაუბრე მატერიალურ სიმდიდრეზე რა არის და რას ნიშნავს ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო თემა იყო. ეს ტესტი თუ ვერ ჩააბარეს, ყველა ჯარშია წასასვლელი”. ქრისტინე…

მეტი...

,,პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო” – ბაბაევს ბრალი წარუდგინეს

ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” მფლობელი ოფიციალურად ბრალდებულია. სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და აქტივისტის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო. ბაბაევს ბრალი 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, 4-დამ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალის საფუძველი რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება გახდა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბაბაევი უკანონო იარაღით გადაადგილდებოდა, გააჩერეს, გაჩხრიკეს და ეს იარაღი ამოიღეს. თუკი აქამდე საქმეში 2 იარაღი ფიგურირებდა, მაკაროვი და კალაშნიკოვი, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილების…

მეტი...

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ დღეს, განაწილებული აბიტურიენტების 93%-ზე მეტი გამოცხადდა

დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო. 2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა   სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლის გამოცდისათვის დარეგისტრირებულია 18 900-ზე მეტი აპლიკანტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო…

მეტი...

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე დაწყებული ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. CNN-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 108 ქალი და შვიდი ბავშვია. შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა. რელიგიური ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, ღონისძიებას 80 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

,,საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო სესამართლოში დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ეროვნული მუზეუმის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება. ,,საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია…

მეტი...

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა – შსს

შსს-ს ცნობით, ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.  

მეტი...

ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას გულისხმობს – Politico

გამოცემა Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას. გამოცემა წერს, რომ ორწელიწადნახევრიანი უკრაინის კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის გეგმებში ალიანსთან დაკავშირებით. ტრამპთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თქმით, ის განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნატო უარს იტყვის შემდგომ გაფართოებაზე აღმოსავლეთით – კონკრეტულად უკარაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე – და ტრამპს მოლაპარაკება ექნება პუტინთან იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს. გამოცემა წერს, რომ ტრამპთან დაახლოებული ზოგიერთი ექსპერტი ძირითადად ფოკუსირებულია ხარჯების საკითხზე, სხვებს კი სურთ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი დახარჯონ…

მეტი...

თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 499 116 ლარის გადახდას – ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 499 116 ლარის ოდენობით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების ღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

შავი ყუთი ნაპოვნია – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო ბოლნისში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. ,,თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე…

მეტი...

აპირებს თუ არა ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში დარჩენას – მან ქვეყანა უკვე დატოვა

საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველო გვიან ღამით დატოვა. სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა. გამგზავრებამდე მან ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა – გააგრძელებს თუ არა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წვრთნას. ,,რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რაღაც ფანტასტიკურს მივაღწიეთ! ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი, ფედერაცია, ხალხი ბედნიერი იყო! სწორედ ამიტომაც შეიქმნა ფეხბურთი – ხალხისთვის სიხარულის მისანიჭებლად. ახლა გვიანი ღამეა ამაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეჯიბრი. უნდა დავთქვათ კარგი დრო, ფედერაციასთან სასაუბროდ. განვიხილოთ, ტურნირზე რა იყო კარგი და რა – ცუდი. ვნახოთ, რა…

მეტი...

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო

ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე. მერმა, ანდერი კავჩენკომ ,,ტელერგამზე” დაწერა, რომ რუსული ფლოტი იგერიებდა თავდასხმას და მოქალაქეებს მოუწოდა ნუ იქნებოდნენ ღია სივრცეში ზღვასთან ახლოს. ადგილობროვი მოსახლეობის თქმით, ფეთქებების ხმა სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ისმოდა. ნოვოროსიისკი არის რუსეთის მთავარი პორტი შავ ზღვაზე და ამავე დროს საზღვაო ბაზა. ყირიმში მდებარე ბაზებზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებისა და რაკეტების თავდასხმების შემდეგ იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გადაიყვანეს.

მეტი...

,,უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და იმისთვის, რომ დათმოს ნებისმიერი ტერიტორია ომის დასასრულებლად. ვაშინგტონში ვიზიტისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს “სამართლიან მშვიდობას” ომში. ,,მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ…. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი”, – თქვა ერმაკმა. იერმაკის ვიზიტი აშშ-ის დედაქალაქში მომავალ კვირას ნატოს სამიტის წინ მოხდა, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინა იქნება განხილვის მთავარი თემა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე ტრამპმა…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 2.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს – ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს 2,3 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულები ახალ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. მისი თქმით, დახმარება მოიცავს, გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა საბრძოლო მასალებს აშშ-ს მარაგებიდან. პაკეტი მისცემს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას, შეიძინოს მეტი რაკეტა ,,პატრიოტის” სისტემებისთვის, რომლებიც მიწოდებული იქნება დაჩქარებულ დროში. ოსტინი სამშაბათს შეხვდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, მოლაპარაკებების მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ოსტინმა ასევე აღნიშნა უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი: ,,ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა ავაშენოთ ხიდი უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე”, – თქვა მან.  

მეტი...

,,ალბათ დამაკავებენ, ამათგან სხვა არაფერს ველოდები” – იოსებ ბაბაევს ხვალ ბრალს წარუდგენენ

ბიზნესმენს, აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ხვალ პროკურატურა ბრალს ოფიციალურად წარუდგენს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლო იმსჯელებს. ,,ალბათ დამაკავებენ, იმიტომ, რომ ამათგან სხვა არაფერს არ ველოდები, ეს არის ბოროტი სისტემა, მოძალადე სისტემა. სავარაუდოდ შურისძიების მიზნით, კიდევ აგრძელებენ რეპრესიებს და კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”, – ამბობს ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” დამფუძნებელი, იოსებ ბაბაევი. ბაბევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. სააპელაციომ აქტივისტის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს კანონიერად ცნო. შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების…

მეტი...

„მიყვარხართ“ – გიორგი მამარდაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნდნენ. გულშემატკივარმა მათ გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და თავისუფლების მოედანზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს გვიზიარებს. „მიყვარხართ“, – წერს გიორგი.

მეტი...

გიორგი მიქაუტაძეს საზეიმო ღონისძიებაზე არყოფნაში, ხელი ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე ვერ დაესწრო, გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე, რომელსაც „ატლანტა იუნაიტედში“ 4 ივლისს „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ თამაში ელის. გიორგი მიქაუტაძემ თავის არყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ღონისძიებაზე არყოფნისთვის ბოდიში მოიხადა. „მინდა, ბოდიში მოგიხადოთ საზეიმო ღონისძიებაზე ნაკრებთან ერთად არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“, –…

მეტი...

,,სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა. „სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ. გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, ასევე ბუდუ ზივზივაძის მამამ.

მეტი...

რას პასუხობს დიმიტრი ობოლაძე მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას

„ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმიანება მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა. „სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე“, თითქოს ბუდუს ვუთხარი შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე. მახსოვს, რომ – „სიტყვით არ გამოდიხარ? – არა“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. აბიტურიენტთა რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ახალგაზრდებს, საგამოცდო ცენტრებში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოქმედებს. დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბიტურიენტმა ტესტირების დაწყებამდე უნდა ჩააბაროს მობილური ტელეფონი და სხვა ყველა ზედმეტი ნივთი. ახალგაზრდებს გამოცდაზე მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა შეეძლებათ პლასტმასის ბოთლით.

მეტი...