საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველო გვიან ღამით დატოვა. სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა.
გამგზავრებამდე მან ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა – გააგრძელებს თუ არა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წვრთნას.
,,რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რაღაც ფანტასტიკურს მივაღწიეთ! ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი, ფედერაცია, ხალხი ბედნიერი იყო! სწორედ ამიტომაც შეიქმნა ფეხბურთი – ხალხისთვის სიხარულის მისანიჭებლად.
ახლა გვიანი ღამეა ამაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეჯიბრი. უნდა დავთქვათ კარგი დრო, ფედერაციასთან სასაუბროდ. განვიხილოთ, ტურნირზე რა იყო კარგი და რა – ცუდი. ვნახოთ, რა სურს ყველას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.