დღეს დილით ოკუპანტები დნიპროს დაესხნენ თავს. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 18 ადამიანი.
დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, ბენზინგასამართი სადგური, ასევე სამედიცინო დაწესებულება.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს ფრთოსანი და მართვადი საჰაერო რაკეტები ესროლეს. დაბომბვისთვის გამოიყენეს დრონებიც.