ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

,,ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

ნიდერლანდების ხელისუფლებამ F-16-ების უკრაინაში ექსპორტის ნებართვა გასცა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ 24 ერთეული F-16 ავიაგამანადგურებლის ექსპორტის უფლება გასცა, პირველი თვითმფრინავი უკრაინაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. მისი ცნობით, მიწოდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ იყო გასაჯაროვდება. 1-ელ მარტს უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში უკრაინა წელს ნიდერლანდებიდან ორი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის დახმარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც გაუწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის, საზღვაო ძალებისა და შორი დისტანციური არტილერიის მხარდაჭერაზე.

მეტი...

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯამში 46 000 ევროთი დააჯარიმა

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან შეხვედრის დღეს სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააჯარიმა 6 250 ევროთი. ამ თამაშის დაწყებამდე, დორტმუნდში სტადიონზე საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ხანმოკლე ჩხუბის გამო საქართველოს ფედერაცია 30 000 ევროთი დაჯარიმდა, თურქეთი – 25 000 ევროთი. თურქეთი 9 750 ევროთი დააჯარიმეს პიროტექნიკის გამოყენების გამო. ფედერაციას 8 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა პორტუგალიასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნის გამო, ხოლო დამატებით 1 750 ევროს ჯარიმა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე პიროტექნიკის გაშვების გამო. ამავე მატჩის დროს პორტუგალია 3 750 ევროთი დაჯარიმდა სხვადასხვა საგნების სროლის გამო. ჯამში…

მეტი...

არეულობა თურქეთში

ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებია თურქეთში. დაპირისპირება ქალაქ კაისერში მომხდარ შემთხვევას მოყვა, სადაც სირიელმა დევნილმა არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ, თურქები ქვეყანაში მცხოვრებ სირიელებს თავს ესხმიან და მათ მაღაზიებს წვავენ. დღეს არეულობები სირიაში თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსაც გადაედო. ვრცელდება ინფორმაცია ორი თურქი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებაც.

მეტი...

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს.…

მეტი...

დაჭრილი კაცი გორში სტუმრად იმყოფებოდა – ახალი დეტალები

გორში, კომბინატის დასახლებაში, გვიან ღამით, 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის დასავლეთ საქართველოდანაა და გორში სტუმრად იმყოფებოდა, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოუვიდა, რაც დაჭრით დასრულდა. დაჭრილს სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობით, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ სიტუაცია ძირეულად შეცვალა” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „ამერიკაში მეფეები არ არიან. თითოეული ჩვენგანი თანასწორია კანონის წინაშე. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით სიტუაცია ძირეულად შეცვალა. პრაქტიკული თვალსაზრისით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აქვს შეზღუდვა. ეს ფუნდამენტურად ახალი პრინციპი და საშიში პრეცედენტია, რადგან ოფისის ძალაუფლება აღარ იქნება შეზღუდული კანონით, მათ შორის, არც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი…

მეტი...

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. სამხრეთკორეელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დააკავეს. მისი მტკიცებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად დღეს, 2 ივლისს ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ის უკვე კიევშია. გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი უნგრეთის საელჩოში მივიდა. ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი იანუკოვიჩი იყო. ორბანი დღეს სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

მეტი...

„სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა… ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია“ – კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიის ნაკრებმა დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში სლოვენიის ეროვნული გუნდი მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ყურებისას გულშემატკივრებს კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ემოციები არ გამოჰპარვია, რაც სიხარულთან ერთად სევდის მომგვრელიც იყო. „ლამის ერთი წელიწადია პენალტი არ გამიფუჭებია, მაგრამ როდესაც სიზუსტე და ცივსისხლიანობა ყველაზე საჭირო იყო, სწორედ მაშინ გამოვიჩინე სისუსტე, რის გამოც ყველას ბოდიშს ვუხდი. მატჩის დასრულების შემდეგ, სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ“, – განაცხადა ფეხბურთელმა თამაშის დასრულების შემდეგ. 5 ივლისს, ჰამბურგის „ფოლკს პარკ შტადიონზე“, მეოთხედფინალურ შეხვედრაში…

მეტი...

გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. პოლიციელებმა ამოიღეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ისინი ინციდენტში მონაწილე პირების დადგენას ცდილობენ. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, ცნობია.

მეტი...

,,უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება. ,,რუსეთი იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ევროპისთვის უახლოეს მომავალში”, – თქვა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აღიზიანებს დისკუსიები, როდესაც უკრაინის დახმარება განიხილება ქველმოქმედების ჟესტად. ,,სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში”, – თქვა მან.

მეტი...

დღეიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დაიკეტა – ეკლესიამდე არ უშვებენ არც მედიას

დღეიდან, 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი იკეტება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ,,ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში” და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის კომპლექსი დროებით იკეტება. ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გელათამდე არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს. პოლიცია გზაზე გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს. ,,პრეტენზიები და პრობლემები ნარჩუნდება საჯაროობის მიმართულებით. დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს/ ვიცით, რომ გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია, თუ კი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის…

მეტი...

თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ. 2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის…

მეტი...

UEFA-მ დორტმუნდში გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. მედიის ცნობით, ჯარიმების საერთო რაოდენობაა 1,293,645 ევრო. მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო, რაც ეხებოდა პორტუგალიასთან საქართველოსა და თურქეთის მატჩების დროს მოედანზე შესულ გულშემატკივარს. რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია დააჯარიმეს გულშემატკივრების ქცევისთვის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის დროს. 24 ერიდან 21 დაჯარიმდა მინიმუმ ერთი ჯგუფური ეტაპზე, მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი არ მოხვდნენ დაჯარიმებულთა შორის. საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის…

მეტი...

მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი, მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს. წიწიკაშვილს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ორი მესაზღვრე კონტროლიორი გამოიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც წიწიკაშვილმა თავად გაავრცელა. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წიწიკაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა. ის მალევე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მის თანმხლებ პირს, გაფრენის საშუალება არ მისცეს და რეისიდან მოხსნეს.

მეტი...

იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation (HRF) ხელმძღვანელი გახდა. ნავალნაიამ ამ თანამდებობაზე რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი შეცვალა. „როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა ის საფრთხეები, რაც დიქტატურას თან ახლავს და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ახლობლებსა და მთელ მსოფლიოს, მაქვს პატივი, ვიყო ფონდის ხელმძღვანელი”, – თქვა ნავალნაიამ. ის აპირებს HRF-ს გაუზიაროს ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის გამოცდილება და ეს გამოცდილება ახალ პოზიციაზეც გამოიყენოს. გარი კასპაროვი, ,,თავისუფალი რუსეთის” ფორუმის თანადამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, იულია ნავალნაიას თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება: ,,მოუთმენლად ველი მხარი…

მეტი...

,,მადლობა, მადლობა” – ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, გულშემატკივრები ავტობუსს შეძახილებით აცილებენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ფეხბურთელები ამ წუთებში სპეციალური ავტობუსით ტოვებენ ტერიტორიას, რომელსაც მოქალაქეები აცილებენ. ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, ადგილზე ისმის შეძახილი ,,მადლობა”. სამწუხაროდ, მათ საყვარელი ფეხბურთელებისთვის ავტოგრაფების გამორთმევა და ფოტოების გადაღება აეროპორტში ვერ შეძლეს, თუმცა დღეს საღამოს მათ ამის შანსი კიდევ ექნებათ. ცნობისთვის, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

ქუთაისში 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ისევ ეძებენ

ქუთაისში 20 წლის გოგოს ისევ ეძებენ. ნინიკო გიორგაძე სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ,,დაიკარგა! ნინიკო გიორგაძე , 20 წლის . სახლიდან გავიდა 26 ივნისს , დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის, მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 597334329″, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინელ ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი ,,დამნაშავედ” ცნეს ტერორიზმის გამართლებაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებასა და რუსეთის არმიის შესახებ ,,ფეიკების” გავრცელებაში. ბრალდების მიზეზი გორდონის 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა გახდა, სადაც ის აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებს. კრემლის მედია TASS-ის ცნობით, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ განაცხადა, რომ გორდონის წინააღმდეგ აღძრული იყო ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკვლის მოწოდების გამოც, თუმცა როდის და სად გააკეთა მან ეს მოწოდება, უცნობია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე 2022 წელს აღძრა.

მეტი...

ერთად ვუთხრათ მადლობა ნაკრებს – 2 ივლისს, 22:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან

,,ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს” – დღეს, 2 ივლისს, 22:00 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებას ერთად აღნიშნავენ. გულშემატკივრები მადლობას გადაუხდიან ქართველ ფეხბურთელებს გაწეული თავდადებისთვის და მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით წამოსულ სპორტსმენებს ერთად შეხვდებიან. ,,2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს”, – წერს საქართველოს მთავრობა.

მეტი...

ეროვნული ნაკრები საქართველოშია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ. დილიდან აეროპორტის შიგნით და გარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან გულშემატკივრები, რომლებიც საყვარელ ფეხბურთელებს ელოდებიან. მათ თან აქვთ დროშები, ბანერები, საყვარელი ფეხბურთელების მაისურები. გულშემატკივრებს სურთ პირადად უთხრან მადლობა ფეხბურთელებს და მათგან ავტოგრაფები მიიღონ. ცნობისთვის, დღეს 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება – ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

ეროვნული ნაკრები სამშობლოში ბრუნდება – გულშემატკივრები დილიდან აეროპოტში არიან შეკრებულები

მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების თვითმფრინავს ელოდებიან. გულშემატკივრების ნაწილი ადგილზე დილის 5 საათიდან მივიდა. მათ სურთ წარმატებული თამაშების შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მადლობა პირადად უთხრან, სთხოვონ ავტოგრაფები, გადაიღონ ფოტოები. ქომაგები აეროპორტში დროშებით და საყვარელი ფეხბურთელების სანაკრებო მაისურებით მივიდნენ. ისმის შეძახილები და სხვადასხვა სიმღერა. ,,ბავშვთან ერთად ვარ, მთელი ღამე არ დამაძინა, ეიფორიაში იყო როდის მოვიდოდა, შეხვდებოდა და ერთად იზეიმებდნენ ბიჭების ჩამოსვლას, მადლობა ბიჭებს ამ ემოციებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რაც ასე გვაკლია და გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა”, – თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ. ცნობისთვის, დღეს, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით…

მეტი...

ორბანი დღეს კიევში ჩავა – Guardian

The Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი სამშაბათს კიევში გაემგზავრება. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ორმა წყარომ ბუდაპეშტიდან თქვა, რომ ორბანი მოსალოდნელია, რომ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მიხაილო პოდოლიაკმა, ზელენსკის თანაშემწემ, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე შესაძლო ვიზიტის შესახებ. მაგრამ კიდევ ერთმა წყარომ კიევში დაადასტურა გეგმები. ,,ორბანი ხვალ აქ არის, თუ ბოლო წუთს არ მოხდება ცვლილება”, – თქვა წყარომ.

მეტი...