ონკოპაციენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარეს ჯანმრთელობის ცნობები და წერილები. მათ თქმით, თვეებია სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ თხოვნას ყურადღებას არავინ აქცევს. დაპირების მიუხედავად არც მედიკამენტებზე აქვთ  წვდომა და არც კვლევებია უფასო. სიმსივნის დიაგნოზის მქონე მოქალაქეები აკრიტიკებენ მიხეილ სარჯველაძეს  და მოუწოდებენ შეასრულოს  დაპირებები.

მეტი...

ევროკავშირში ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 17 ივნისს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ თუ ვინ უნდა დაიკავოს ბლოკის მთავარი თანამდებობები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს იყო ლიდერების პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს ურუსულა ფონ დერ ლაიენს, პორტუგალიის ექსპრემიერ ანტონიო კოსტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად განიხილება, ხოლო ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი მთავარ დიპლომატად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ. ევროკავშირის ლიდერები საკითხის განხილვას მომავალ კვირაში, 27-28 ივნისს, გააგრძელებენ.

მეტი...

რუსულმა სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ “დამნაშავედ” ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია. ,,სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი – საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება. ვიღებ…

მეტი...

,,ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით,  ჩინეთის მიერ რუსეთის ომის მხრდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ პეკინი კრემლის საომარ ძალისხმევასაც უჭერს მხარს და ცდილობს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები შეინარჩუნოს. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს ,,უამრავ ტექნოლოგიას, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, რომელიც არის საკვანძო რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ” მან დასძინა, ,,რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას”.

მეტი...

ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა

ცაგერში მოსული უხვი ნალექის  შედეგად,  ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება  შეუძლებელი იყო. ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ დაბას, არ მიეწოდება ელექტროენერგია ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

მეტი...

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ პირს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ პირს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ,,საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა არასრულწლოვნის ინტერესებს, რომელზეც მისმა ოჯახის წევრმა იძალადა. საქმის გარემოებების თანახმად, მსჯავრდებულმა არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის…

მეტი...

როგორ აისახება პურის ფასზე დოლარის კურსის ცვალებადობა და პურის ნედლეულზე ფასების ზრდა – მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თუ როგორია ქვეყანაში ფქვილის მარაგი. ასევე, დოლარის კურსის ცვალებადობა და პურის ნედლეულზე ფასების ზრდა როგორ აისახება საბოლოო პროდუქტზე – პურზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3- თვიანი მარაგი არსებობს. ეს მარაგები გარდამავალია და პერიოდულად ივსება. ამიტომ ცხობის სექტორიც მუშაობს და ფასებიც სტაბილრია. მისი თქმით, დოლარის კურსის მატება რუსულ ფქვილზე აისახა. რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი შედარებით გაძვირდა და ამიტომ, ახლა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვართ დამოკიდებული. ,,რუსეთიდან ფქვილს ადრე გვაწვდიდნენ 52 ლარად, ახლა 56-57 ლარია. ამის გამო, ბოლო ერთი…

მეტი...

დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა დროში დასრულდება სამუშაოები – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები დაგეგმილთან შედარებით 12 საათით ადრე დაიწყეს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, როდის დასრულდება სამუშაოები, ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ: ,,უფრო მეტ დეტალი გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი გავა. კერძოდ, დღეს დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა დროშიც სამუშაოები დასრულდება და მოვახდენთ მილსადენის სრულად აღდგენას” აცადებს კომპანიის წარმომადეგენლი. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება,…

მეტი...

,,იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ” – ხვალ, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გაიმართება აქცია. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა ,,იპოდრომი — უბეტონო მხარე”. ორგანიზატორების თქმით, თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი. ,,ეს მშენებლობა საბოლოოდ დაასამარებს ამ ისტორიულ ადგილს, მის ეკოლოგიურ და სოციალურ მნიშვნელობას, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს და მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც ჯაჭვურად მოყვება ხოლმე ამდენად გაუაზრებელსა და დანაშაულებრივ მასშტაბურ მშენებლობებს. იᲡ, რაც სახელმწიფომ ყოფილ იპოდრომს დამართა, არის უსამართლობით გაბრაზებული ადამიანებისთვის სახეში შეფურთხება და იმის სრული…

მეტი...

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს

გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. მან თანხის წაღება ვერ შეძლო. ადგილზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ამორებულია კამერების ჩანაწერები. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები, არსებული გეგმით, არაუგვიანეს 1 კვირაში დასრულდება – მერია

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებზე და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს. თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. „მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის…

მეტი...

მეწყრული ფერდობის დატერასების შემდეგ ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი – GWP

კომპანია ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 16 ივნისს დაზიანდა წყასადენი რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას ამარაგებს. კომპანიის ცნობით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. კომპანია ვერ ასახელებს ვადებს, თუ რა დრო დასჭირდება სამუშაოებს და როდის აღდგება წყალმომარაგება. GWP-მ გუშინ განაცხადა, რომ დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის. ,,მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის…

მეტი...

150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – პატიმრობა შეუფარეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ,,გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში…

მეტი...

21 ივნისამდე ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

21 ივნისამდე ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროვება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ინდოეთში სატვირთო მატარებელი სამგზავროს შეეჯახა – დაიღუპა 8, დაშავდა 60 ადამიანი

ინდოეთში სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შესაძლოა, რომ შემთხვევა “ადამიანური შეცდომის” გამო მომხდარიყო, ამას კი გამოძიება დაადგენს. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის მემანქანე და მისი დამხმარეც არიან. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაციები დასრულებულია. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

რუსეთის მიერ პოლტავას ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ პოლტავას ოლქზე Х-59-ით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლტავას საოლქო პროკურატურასა და რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურა წერს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!” – პრემიერი

,,დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. „დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3 თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა…

მეტი...

მოიტყუა, რომ პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეძლო და სანაცვლოდ 2 700 აშშ დოლარი აიღო – დაკავებულია 1 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ის მოქალაქეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა და 2 700 აშშ დოლარი გამოართვა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე…

მეტი...

,,კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება” – სტანო

,,კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება”, – ასე პასუხობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ “მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა”. ,,ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული – ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება. კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი…

მეტი...

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. შეხვედრა 24 ივნისს არის ჩანიშნული. “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ განიხილება დოკუმენტი იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ბლოკმა შესაძლოა გადადგას. დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე საფეხურს, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას   და საქართველოს  ევროკავშირში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ,,ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები საქართველოს შესახებ მომზადებული ოფიცების დოკუმენტს განიხილავენ. ეს დოკუმენტი რამდენიმე საფეხურს მოიცავს, რაც ქვეყნის მიმართ განხორციელდება. პირველია დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, მეორე თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები,…

მეტი...

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნავთობის რეზერვუარები იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აზოვის რაიონში ცეცხლი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს უკიდია. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის ფართობი 5000 კუბურ მეტრს შეადგენს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა და სხვა ადგილობრივმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინული დრონები აზოვში ნავთობის საცავებს დაესხნენ თავს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაიგეს, დაწერა “ტელეგრამ” არხმა – “Это Ростов”.

მეტი...

20 ივნისს ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

20 ივნისს, ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით ,,რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება”. შეხვედრაზე იმსჯელებენ საქართველოში მიღებულ კანონზე და ქვეყანაში დემოკრატიის გამოწვევებზე. აღონისძიების აღწერისას კომისია წერს, 2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი ,,უცხოელი აგენტების” შესახებ, რომელიც არაერთხელ იყო გამოყენებული დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შესავიწროვებლად, ორგანიზაციების დახურვისა და მოწინააღმდეგეთა დასაპატიმრებლად. კომისია ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ,,სხვა ქვეყნებში გავრცელდა რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონები”, რომლებიც გამართლებულია როგორც უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჭირო, ,,სინამდვილეში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის”. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ,,მთავრობები ტყუილად აცხადებენ,…

მეტი...