რუსეთის მიერ პოლტავას ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ პოლტავას ოლქზე Х-59-ით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლტავას საოლქო პროკურატურასა და რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურა წერს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები