ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები დაგეგმილთან შედარებით 12 საათით ადრე დაიწყეს.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, როდის დასრულდება სამუშაოები, ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ:
,,უფრო მეტ დეტალი გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი გავა. კერძოდ, დღეს დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა დროშიც სამუშაოები დასრულდება და მოვახდენთ მილსადენის სრულად აღდგენას” აცადებს კომპანიის წარმომადეგენლი.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო
მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი
ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა.ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა
სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს”, – აცხადებს GWP.