ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ახორციელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას, ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოსთან“ ერთად კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში ახორციელებს. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების…

მეტი...

,,თბილისში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენის მიზნით საპილოტე პროექტი ხორციელდება” – კალაძე

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. „აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის…

მეტი...

,,ფეხბურთი არის ეროვნული ერთიანობის თემაა და მე ვარ იქ, სადაც არის ეროვნული ერთიანობა” – პაატა მანჯგალაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ, ღირსების ორდენზე წარდგენილი ეროვნული ნაკრების 53 კაციანი სიიდან, 19 პირის ამოღების საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვისაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის საკითხში. ,,ყველა, ვინც საქართველო გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, არის გმირი და სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. ნამდვილად არ ვაპირებ ამას შევხედო ჩემი სიმპათია ანტიპათიის ჭრილში. შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური გემოვნება არ მომწონდეს, არ ემთხვეოდეს ჩემსას, მაგრამ ჩემთვის არის გმირობა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პრეზიდენტს, ალბათ, ექნება თავის ახსნა. ამას არ ვუყურებ პარტიულ…

მეტი...

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარდება გამოძიება. ადგილზე გაგზავნილია სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყვათ.

მეტი...

,,ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე უყურებთ” – კალაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს. „მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი…

მეტი...

„ნატო ვაჩნაძის პრემიის“ გამარჯვებული წელს მზექალა შანიძე გახდა

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით “ნატო ვაჩნაძის პრემიის” გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შანიძე გახდა. გამარჯვებულს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. პრემიის მიზანია ქალთა ხმების გაძლიერება და ქალი პროფესიონალების დაფასება. სწორედ იმ ქალების, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა დარგს, სფეროს, და თავად წარმოადგენენ ახალი თაობის სტიმულს, მხარს უჭერენ და გამბედაობას უნერგავენ ახალგაზრდა ქალებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები. ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილე მისი შვილთაშვილის ნატალია ჯუღელის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა. ღონისძიებას…

მეტი...

აშშ-ში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა – დაშავებულთა შორი მცირეწლოვნებიც არიან

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. დამნაშავემ სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უცნობია თავდასხმის მოტივი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები” – ირაკლი კობახიძე

,,ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან – 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600…

მეტი...

,,ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას” – პრემიერი

,,პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას – შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე. „რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად…

მეტი...

,,37 000 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით” – პრემიერი

,,37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში. „ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე…

მეტი...

,,უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში” – გიორგი მამარდაშვილი

,,პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. „უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ეს არ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს მამარდაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები…

მეტი...

ალექსი პეტრიაშვილი პარტია ,,დროას” შეუერთდა

პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილი პარტია ,,დროას” და შესაბამისად ,,გირჩი მეტი თავისუფლებისა” და ამ პარტიის ალიანსს უერთდება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს პოლიტიკურ სივრცეში და ამ ბრძოლაში ერთიანობაა მთავარი. ,,მე ჩემი საქმიანობის 100%-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს, ქართულ ინტერესებს და დღეს ვფიქრობ, რომ დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენ ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული…

მეტი...

,,მზად ვართ ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს” – „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი

,,ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ “ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა. ,,პალესტინური დაჯგუფებები და ,,ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჰანიემ. მისი თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე “ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება.

მეტი...

,,ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა” – მაკა ბოჭორიშვილი

,,ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა – სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგები საინტერესო ტენდენციებს აჩვენებს. „ერთი შეხედვით, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვთქვათ, კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო ტენდენციები შეიმჩნეოდა ქვეყნების მიხედვით. განსაკუთრებით, რომ შევხედოთ საფრანგეთსა და გერმანიას. ანუ, ნიშანი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საწინააღმდეგო ხმები იყო…

მეტი...

,,14 ივლისს ლევილის ქართულ მამულში გაიმართება ჩემი სპექტაკლი, ვამბობ უარს და არ მივდივარ” – რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თქმით, 14 ივლისს, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება სპექტაკლი ,,ცის კარი”, რომელიც ორი წლის წინ დადგა. პროტესტის ნიშნად კი არ აპირებს საფრანგეთში წავიდეს. ,,ა.წ. 14 ივლისს, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება (ოზურგეთის თეატრში, ორი წლის წინ ჩემ მიერ დადგმული) სპექტაკლი – ,,ცის კარი”. მე, ვამბობ უარს და ლოგიკურია, რომ არ მივდივარ. იმ კეკლუცობის ფუფუნება, “ქართული კულტურის პოპულარიზაცია” ან ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” რომ ჰქვია, აღარ არის. მე და მთავრობის წევრები, ვინც ჩვენ წარსულს და ჩვენს შვილებს მომავალს გვართმევენ, ასევე ადამიანები, ვინც ძალადობას საჯაროდ არ გმობენ, ერთად აღარასდროს…

მეტი...

,,ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს” – სტოლტენბერგი

ნატოში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავენ. ინფორმაცია გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა. „არ გავამხელ ოპერატიულ დეტალებს იმის შესახებ თუ რამდენი ბირთვული იარაღი უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში, მაგრამ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა მან. მისი თქმით, ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი შესაძლოა მისი გამჭვირვალობა გახდეს, რომელიც ალიანსს დაეხმარება პირდაპირი გზავნილი მიიტანოს ოპონენტებამდე. მან აღნიშნა, რომ მთავარ მიზნად ხედავს მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე. „მაგრამ სანამ ის არსებობს, ბირთვულ ალიანსად ვრჩებით, იმიტომ რომ მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი, ნატოს…

მეტი...

მშვიდობის სამიტზე 80-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა შემაჯამებელ კომუნიკეს და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

კვირას, ოთხმოცზე მეტი ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, უკრაინის ,,ტერიტორიული მთლიანობა” იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი – მაგრამ რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდა მას. მსოფლიო ლიდერები ორი დღით შეკრებილები იყვნენ შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე. შეხვედრის ბოლო დღეს მათ ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. სამიტი მიზნად ისახავდა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას. მოსკოვი არ იყო მიწვეული სამიტზე, ხოლო ჩინეთმა, უარი თქვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე. კომუნიკეში ნათქვამია, რომ გაეროს წესდება, ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “შეიძლება და იქნება საფუძველი უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”. ქვეყნების გარდა კომუნიკეს ხელს აწერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მონაწილეები ინდოეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ…

მეტი...

,,წვიმა, ქარი, სეტყვა” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

17-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან  ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

კანადა უკრაინას დამატებით 38.1 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს

კანადა უკრაინას დამატებით 38.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაცია კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მშვიდობის სამიტზე გაავრცელა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა. კანადის დახმარების პაკეტიდან დაახლოებით 10.9 მილიონ აშშ დოლარი გამოიყოფა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერისთვის, ომის დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად. 14.5 მილიონი დოლარი გამოიყოფა რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ასევე, 11.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს უკრაინას საჭირო ტექნიკური დახმარების შეძენასა და ტრენინგებში. 1.5 მილიონი აშშ დოლარი კი უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ოპერაციებს მოხმარდება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.

მეტი...

,,ლერი დარჯანიას ოცნების ,,ტიტუშკები” დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ” – აქტივისტი დათუნა დანელია

აქტივისტი დათუნა დანელია სოციალრ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ დღეს დილით თავს დაესხნენ მოქალაქე ლერი დარჯანიას. ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. ,,დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების “ტიტუშკები” დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… ლერი მოჭიდავეა იცოდნენ , 1 და 2 ქოცი “ტურა” ვერ მოერეოდა , ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!”, – წერს დათუნა დანელია.

მეტი...

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედებით უკმაყოფილოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედებით უკმაყოფილოა. ინფორმაციას  სააგენტო Reuters-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, როდესაც ნეთანიაჰუმ ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების შესახებ გაიგო, თავდაცვის ძალების მეთაურს მკაფიოდ განუცხადა, რომ მისთვის ეს მიუღებელი იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზების“ შესახებ განაცხადეს. პაუზები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმოქმედებს.

მეტი...

ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ცაგერის 12 სოფელში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა.

მეტი...

მექაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

მექაში სიცხის შედეგად დაღუპული იორდანიელი პილიგრიმების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, მუსლიმთა წმინდა ადგილას ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.

მეტი...