,,მზად ვართ ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს” – „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი

,,ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ “ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.

,,პალესტინური დაჯგუფებები და ,,ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჰანიემ.

მისი თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე “ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება.

მსგავსი თემები