რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაშავებულებს შორის 8 ბავშვია

რუსეთმა ხარკოვის ოლქში, ბალაქლია დაბომბა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს. ,,1 ივნისს მტერმა ისკანდერ-K სარაკეტო კომპლექსიდან კერძო სექტორის ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ზონას შეუტია. ცეცხლი კერძო სახლებში გაჩნდა. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა,” – წერია განცხადებაში. პოლიციის ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მეტი...

,,ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა ” – ენმ

,,ენმ-ს ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ… მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”, – ინფორმაციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა. ,,ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს. ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!…

მეტი...

რუსთავში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ,,ინფო რუსთავის” ცნობით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ სხვა ავტომობილებს დაეჯახა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ. ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში…

მეტი...