რუსთავში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ,,ინფო რუსთავის” ცნობით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მსგავსი თემები