„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. თავდასხმა ქალაქ ხან იუნისზე მოხდა, სადაც დევნილთა კარვებია გაშლილი.
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ,რომ მათი სამიზნე იყო„ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა შორის დეიფი და სალამე.