„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება”- ირაკლი ზარქუა

„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა პარტიაში ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს.

„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება. მათ „ენდიაიც“ კი 8-პროცენტიან რეიტინგს უწერთ. ამაზე მეტი კატასტროფა რას უნდა იყოს? ამის მიზეზია მათი არათანმიმდევრულობა, არაპრინციპულობა, ანტიქართული სულისკვეთება, მტრის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

მსგავსი თემები